FM97.5 / LIVE

ახალციხეში მშვიდობის ფესტივალი ჩატარდება

მთავარისაზოგადოება 24.07.2014
აგვისტოს ბოლოს ახალციხეში ვარდებისა და მშვიდობის ფესტივალი ჩატარდება. სამდღიანი ფესტივალის ორგანიზატორი ისრაელში მცხოვრები შილა ვილენჩუკია, მხარდამჭერი კი ახალციხის მერიის კულტურის სამსახური.

ახალციხეში მშვიდობის ფესტივალი ჩატარდება

მშვიდობის ფესტივალი ახალციხის ციხეზე 27,28 და 29 აგვისტოს ჩატარდება.

„ჩემი სურვილით ვაკეთებ ორგანიზებას. ეს პატარა საჩუქარია ახალციხელებისთვის. მინდა, რომ ყველამ გაიგოს საქათველოს შესახებ“, – ამბობს ვილენჩუკი.

ფესტივალში საქართველოს გარდა ინდოეთიდან, ირანიდან და ერაყიდან მოწვეული მომღერლები ჩაერთვებიან. საქართველოდან ფესტივალში მონაწილობას მიიღებენ ნათია ჩილაშვილი, თემურ ყვითელაშვილი და ზაზა თამარაშვილის გუნდი.

საკონცერტო შოუ ყოველ საფესტივალო დღეს 17:00 საათზე დაიწყება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნების ნიმუშების, ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, იქნება საკვები პროდუქტების ფართო არჩევანი.

„ჩვენი სურვილია შევქმნათ განსაკუთრებული გარემო მეგობრობისა და მშვიდობისათვის, ყოველგვარი პოლიტიკური შინაარსის გარეშე. ჩვენ გეპატიჟებით, რომ ჩამობრძანდეთ და მონაწილობა მიიღოთ მშვიდობის გამოსახატავად“, –ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შილა ვილენჩუკი საქართველოში პირველად გასული წლის აპრილში ჩამოვიდა. ერთი თვის მერე ახალციხეში სახლი შეიძინა და მას შემდეგ აქ ცხოვრობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

14.10.2018 მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

13.10.2018 გუნდი ‘ტაო’ თბილისის ‘იუნკერებთან’ დამარცხდა

13.10.2018 ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ვარდებისა და მშვიდობის ფესტივალისთვის ემზადებიან
ტოლერანტობის საერთაშორისო ფესტივალი ტოლერანტობის ქალაქში
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
‘შემოდგომის ფესტივალი’ ახალციხეში 20 ოქტომბერს გაიმართება
ახალციხის ციხეზე 80 რეწვის ოსტატის ნამუშევრებია გამოფენილი [Video]
ხელოვნების ნიმუშების გამოფენა ‘ახალციხის ციხეზე’ [Photo]