FM97.5 / LIVE

ბორჯომის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა

მთავარიპოლიტიკა 24.07.2014
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებად რევაზ კალაძე და ანზორ სვანიძე დაინიშნენ.

ბორჯომის გამგებელმა მოადგილეები დანიშნა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელის დიმიტრი ყიფიანს ორი მოადგილე ჰყავს. რევაზ კალაძე და ანზორ სვანიძე ოფიციალურად დღეს, 24 ივლისს დაინიშნენ.

რევაზ კალაძე გამგებლის მოადგილედ აქამდეც მუშაობდა. იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლის ივნისში დაინიშნა.

რევაზ კალაძე 1988 წლის 21 მარტს თბილისში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა თბილისის რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში, სამოქალაქო ნაგებობათა არქიტექტურის ფაკულტეტზე. 2008 წლიდან სხვადასხვა კომპანიაში არქიტექტორის თანაშემწედ მუშაობდა. 2012 წლის აპრილიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში სივრცით-ტერიტორიული მოწყობის და ურბანული დაგეგმარების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2013 წლის 17 ივნისს კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა.

ანზორ სვანიძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბორჯომის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის პოსტზე მუშაობდა.

ანზორ სვანიძე 1985 წლის 26 ნოემბერს დაიბადა, 2003 წელს ბორჯომის N1 საჯარო სკოლა დაამთავრა, ამავე წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 2007 წელს დაამთავრა. 2007 წლის აგვისტოდან ბორჯომ–ბაკურიანის ვაგზლის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2008 წლის მაისიდან 2010 წლის ოქტომბრამდე ამავე სამსახურის უფროსად მუშაობდა. 2012 წლის მარტში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2013 წლის მაისში კი კონკურსის შედეგად ქალაქ ბორჯომის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად დაინიშნა.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში გამგებლის მოადგილე დანიშნეს
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ბორჯომის მერმა პირველი მოადგილე დანიშნა
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე შეიცვალა
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
რა ნიშნით შეარჩია მოადგილე ასპინძის გამგებელმა?