FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსებს ნიშნავს

მთავარიპოლიტიკა 24.07.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ცხრა სამსახური იქნება. აქედან კონტროლისა და აუდიტის სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტურია, დანარჩენი 8 სამსახურის უფროსი კი მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსებს ნიშნავს

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამსახურს ილია ზარდიაშვილი უხელმძღვანელებს;საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურს – გელა ლომიძე.

ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის კანდიდატურაზე ნოდარ ტალახაძე განიხილება, შესყიდვების სამსახურის უფროსად კი ქეთევან ინასარიძე.

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნოდარ ბალახაშვილი იქნება;

კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი – მაია სხირტლაძე.

იურიდიულ სამსახურს ევა იველაშვილი უხელმძღვანელებს; სამხედრო აღრიცხვასა და გაწვევის სამსახურს კი გიორგი კაპანაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის თქმით, თანამშრომლების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მას შემდეგ მოეწერება, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხა ოფიციალურად გამოქვეყნდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები მუშაობას სავარაუდოდ ხვალიდან, 24 ივლისიდან შეუდგებიან.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
ახალციხის ყოფილი ვიცე მერი ეკონომიკის სამსახურს უხელმძღვანელებს
ახალციხის  მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა
ახალციხის მერმა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დანიშნა
ასპინძის მერმა სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები შეარჩია
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 4 შტატი დაემატა
ვინ დარჩა ახალციხის თვითმმართველობაში და ვინ დაკარგა სამსახური - გამგეობამ სია გამოაქვეყნა