FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოში თანამდებობრივი სარგოები ბიუჯეტის ანალიზის გარეშე დაამტკიცეს

მთავარიპოლიტიკა 23.07.2014
შეცდომები დებულებებში და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ბიუჯეტის ანალიზის გარეშე – თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ‘ნაციონალებმა’ რიგ საკითხებს მხარი არ დაუჭირეს.

ახალციხის საკრებულოში თანამდებობრივი სარგოები ბიუჯეტის ანალიზის გარეშე დაამტკიცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც გუშინ, 22 ივლისს გაიმართა, ის საკითხები განიხილეს, რაც წინა დღეს ვერ მოასწრეს. კერძოდ, საკრებულოსა და გამგეობის დებულებები, თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და გამგეობის აპარატის საშტატო ნუსხა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თანამდებობრივი სარგოების ოდენობისა და აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს.
ფრაქციის თავმჯდომარის მარინე სუდაძის თქმით, ვიდრე ამ საკითხებს დაამტკიცებენ, კარგი იქნება ბიუჯეტის შეისწავლონ.

„გამგებელს ვკითხეთ, რომ სანამ აღნიშნულ დებულებებს შეადგენდნენ თუ გააკეთეს ბიუჯეტის ფინანსური ანალიზი და თუ არის შესაძლებელი რომ გაზრდილი საშტატო რაოდენობის პირობებში გასცენ ხელფასები, თუმცა, როგორც გაირკვა მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა. მესმის, რომ მუშაობა დაჩქარებულ პირობებში უწევთ, მაგრამ უფრო კარგად წარმომიდიგენია რა დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება დადგნენ მომავალში. საკითხს მხარი სწორედ ამიტომ არ დავუჭირეთ“, – ამბობს მარინე სუდაძე.

მისივე თქმით, დებულებები მოუმზადებლად იყო შედგენილი: „საკრებულოს აპარატი შეტანილია გამგეობის საშტატო ნუსხაში, რაც არასწორია. ვფიქრობ, რომ საკრებულოს აპარატის მაგივრად უნდა ეწეროს გამგეობის აპარატი. ცუდია, როცა სხდომაზე მოუმზადებელი საკითხები შემოდის“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტმა თამარ გოგინაშვილმა აღნიშნული მექანიკური შეცდომით ახსნა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.11.2018 ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა

15.11.2018 ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო

15.11.2018 400 წლის შემდეგ მესხური ტერასების ყურძენი ისევ ღვინდება

15.11.2018 აბასთუმანში ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანია სასტუმროს აშენებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ახალციხის თემში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო
ბორჯომის საკრებულომ მერიის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა
რამდენია ბორჯომის საკრებულოს წევრების ანაზღაურება?
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან
საშტატო ნუსხის მიხედვით ახალციხის მერიას 115 თანამშრომელი ეყოლება
ჯიმშერ გოგოლაური ახალციხის მერიას საშტატო განრიგს უწუნებს