სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ჯიმშერ გოგოლაური ახალციხის მერიას საშტატო განრიგს უწუნებს

მთავარიპოლიტიკა 22.07.2014
ერთხმად დამტკიცებული სამსახურების დებულებები და პროტესტი თანამდებობრივი სარგოსა და საშტატო განრიგის დამტკიცებისას.

ჯიმშერ გოგოლაური ახალციხის მერიას საშტატო განრიგს უწუნებს

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ახალციხის მერს ხელფასების ოდენობასა და საშტატო განრიგს უწუნებს.
დღეს, 22 ივლისს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველო ქალაქის ახალციხის) საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც 15–დან 14 დეპუტატი ესწრებოდა, მერიის მიერ ჩამოყალიბებული 9 სამსახურის დებულება დაამტკიცეს. საკითხს 14–ვე დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

თუმცა, დეპუტატების ერთსულოვნება მაშინვე დაიკარგა, როგორც კი სხდომაზე საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცებაზე მიდგა ჯერი.

„ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაური ფიქრობს, რომ ხელფასის ოდენობები, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე, ძალიან მაღალია. ამ მოტივით, მან საკითხის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა.

„ხალხი ასეთ გაჭივებაშია და ამათ მოირგეს სავარძლები, კარგი ხელფასები და მანქანები. ასევე გაბერილია შტატები, რაც გავაპროტესტე. მერს ჰყავს სამი მოადგილე, ოთხი წარმომადგენელი და თანაშემწე, რაში სჭირდება ამდენი?! ეს ჩემთვის გაურკვეველი და ბუნდოვანია“, – აცხადებს ჯიმშერ გოგოლაური.

გოგოლაურს არ ეთანხმება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ბერიძე: „ორი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდა, ძალიან დიდი სამუშაოებია გასაწევი, საშუალება რომ იყოს, უფრო მეტიც იქნება საჭირო ამ ეტაპზე. შემდეგ უკვე, მუშაობის პროცესიდან გამომდინარე, შესაძლებელია შემცირდეს და ოპტიმალური გახდეს“.

სამსახურებისა და შტატების სიმრავლეს, ქალაქის მერი გიორგი კოპაძე მოსახლეობის საჭიროებით ხსნის. კახა ბერიძის მსგავსად, კოპაძეც მიიჩნევს, რომ რეალურად გაცილებით მეტი სამსახურების საჭიროება არსებობს: „მათი მიდგომა რომ გაეთვალისწინებინა ჩვენს მოსახლეობას, მაშინ ჯიმშერ გოგოლაურის მიერ დაყენებულ მერს აირჩევდნენ და არა გიორგი კოპაძეს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ქალაქის მართვაზე და გვინდა ეს პროცესები ისე წარიმართოს, რომ მერია იყოს მუშა მექანიზმი და ემსახურებოდეს ხალხს. მე ვფიქრობ, რომ მეტი სამსახურებია საჭირო, რომ ხალხმა მიიღოს კვალიფიციური პასუხები და მათი პრობლემები მოგვარდეს“.

კოპაძის განმარტებით, მერიის საშტატო განრიგში 65 თანამშრომელი იქნება. მათი დანიშვნიდან 120 დღეში კი ატესტაცია დაიწყება.
„ატესტაცია არ შეეხება 12 თანამდებობის პირს, რომლებსაც მე ვნიშნავ. ატესტაციებს ატარებს არა მერია, არამედ სპეციალურად შერჩეული 5 სამსახური, ჩვენგან დამოუკიდებლად და ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე და დამოუკიდებელი“, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ქალაქ სანტამარინელასა და ახალციხის დამეგობრების საკითხიც განიხილეს, რასაცდეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. როდის გაიმართება მომდევნო სხდომა, ჯერ–ჯერობით უცნობია, თუმცა, ცნობილია ის, რომ მომდევნო სხდომაზე ბიუჯეტს განიხილავენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი უნდა განახევრდეს
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ახალციხის მერიას ერთი შტატი მოაკლდა
120.000 ტბას და 200.000 ‘ახალციხის ციხეს’ –  ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცდა
ახალციხის მერს პროკურატურაში უჩივლეს
ახალციხის საკრებულოში თანამდებობრივი სარგოები ბიუჯეტის ანალიზის გარეშე დაამტკიცეს