FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა

მთავარიპოლიტიკა 21.07.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულომ მეორე სხდომა გამართა, რომელზეც ფრაქციები, მუდმივმოქმედი კომისიების შემადგენლობები და დებულებები დაამტკიცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეორე სხდომა დღეს, 21 ივლისს გაიმართა. 30 დეპუტატიდან სხდომას 2 დეპუტატი არ ესწრებოდა.

დეპუტატებმა დღეს ფრაქციების შექმნის შესახებ საკრებულოში შესული განცხადებები განიხილეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი ფრაქცია შეიქმნა. „ქართული ოცნება – რესპუბლიკელებს“ იოსებ კაპანაძე უხელმძღვანელებს, ფრაქცია „ქართული ოცნებას“ გიორგი ზაქროშვილი, „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ბიძინა გოგოლაძე იქნება, ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი კვლავ მარინე სუდაძე უხელმძღვანელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლომიძის განმარტებით, შესაძლოა ამ რიცხვს კიდევ ერთი ფრაქცია შეემატოს.

„კიდევ იყო ერთი განცხადება ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის შექმნაზე, პატარა ხარვეზები ჰქონდათ დოკუმენტაციაში, რასაც შეასწორებენ და ალბათ მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ“, – განმარტავს დავით ლომიძე.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოში შექმნილი ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები წარადგინეს და კომისიის შემადგენლობები დაამტკიცეს. ასევე დამტკიცდა სამსახურის დებულებები.

„დეპუტატებმა თავად დაასახელეს რომელ კომისიის შემადგენლობაში სურდათ ყოფნა. ერთი დეპუტატი ერთ კომისიაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო და საკუთარი სურვილისამებრ ერთდროულად ორ კომისიაშიც შეეძლო ყოფნა“, – განმატავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აუდიტის სამსახური შეიქმნება.

„დეპუტატებმა იკითხეს თუ რატომ იყო საჭირო ამ სამსახურის შექმნა, რაზეც ჩვენმა იურისტებმა გასცეს პასუხი. ყოველ წელს იწვევდნენ აუდიტს, მერე რაღაც შეცდომები იპარებოდა, ახლა ჩვენი აუდიტი გვეყოლება“, – განმარტავს დავით ლომიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხვალამდე გადაიდო. დავით ლომიძის თქმით, ხვალინდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებს განიხილავენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვსი ფრაქცია შეიქმნება
ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია 'ერთობა' შეიქმნა
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ვინ უხელძღვანელებს ფრაქციებს და კომისიებს ახალციხის საკრებულოში