FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მოქალაქე დაშავდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 18.07.2014
18 ივლისს, ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მოქალაქე დაშავდა

დაშავებულებს ამ წუთებში კლინიკა „იმედში“ გამოკვლევები უტარდებათ. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ერთ მამაკაცს ყელის არეში აქვს ჭრილობები, მეორეს კი თავის ქალის ტვინის ტრამვა აქვს მიღებული.

„ერთ მათგანს აქვს თავის ქალის ტვინის ტრამვა, ასევე, ჭრილობა მარცხენა შუბლისა და ქუთუთოს არეში. დაჟეჟილი ჭრილობაა. ამ წუთებში უტარდება რენდგენოლოგიური კვლევა და საორიენტაციოდ კომპიუტერული კვლევა იქნება ჩასატრებელი. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, საჭიროებს ნერვოპათოლოგისა და ნეიროქირურგის კონსულტაციას. ამის შემდეგ განისაზღვრება შემდეგი მკურნალობის ტაქტიკა“, – გვიხსნის კლინიკა "იმედის" ქირურგი კობა გრიგალაშვილი.

კლინიკაში გვიხსნიან, რომ ასევე გამოკვლევები უტარდება ამ წუთებში მეორე დაზარალებულს, რომელსაც აქვს ჭრილობები ყელის არეში.

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალქალაქის გზატკეცილზე, კლინიკა იმედის შესახვევთან, დაახლოებით 14:25 საათზე მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი "ვილისი" და "ნისან ექსტერა" შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად "ვილისში" მსხდომი მამაკაცები დაზარალდნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ეკატერინე ათოშვილის განმარტებით, შემთხვევას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის 1–ლი ნაწილით იძიებს.

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მოქალაქე დაშავდა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მოქალაქე დაშავდა

[sknews.ge]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ავარიის დროს დაშავებული ტრაილერის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
ადიგენში, ავარიის დროს დაშავებული 2 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
საბარგო სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულს ოპერაცია უკეთდება
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – დაშავდა 18 წლის გოგონა