FM97.5 / LIVE

დაბა ახალდაბაში ამბულატორიის დამონტაჟება დასრულდა

მთავარისაზოგადოება 18.07.2014
იმ ექვსი ამბულატორიიდან, რომელიც სამცხე–ჯავახეთში უნდა დამონტაჟდეს, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთის, დაბა ახალდაბის ამბულატორიის მონტაჟი დასრულდა.

დაბა ახალდაბაში ამბულატორიის დამონტაჟება დასრულდა

გარდა ახალდაბისა, ამბულატორიები დამონტაჟდება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში.

ამბულატორიებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 82 ამბულატორია აშენდება. ფონდში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 62 ამბულატორიის მონტაჟი.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, ამბულატორიები მთელი საქართველოს მასშტაბით მონტაჟდება იმ სოფლებში, სადაც დღემდე ამ ტიპის მომსახურება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. პროექტის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს ექცევა.

„ყველა შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით არის აღჭურვილი. ყველა ამბულატორია სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

[Sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარე კვირაში დაიწყება
სამცხე ჯავახეთში 6 ამბულატორია აშენდება
სვირში ახალი ამბულატორია აშენდება
ამბულატორიების ასაშენებლად სამცხე-ჯავახეთში გამოდარებას ელოდებიან
სოფელ სვირში ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა
მუნიციპალური განვითარების ფონდი 81 ახალ ამბულატორიას ააშენებს
დასრულდა სოფელ პატარა სმადას ამბულატორიის მშენებლობა ®