FM97.5 / LIVE

როდის მოეწყობა ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებელი?

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.07.2014
ახალქალაქში 200 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი უნდა მოეწყოს. შენობის რეაბილიტაციას განათლების სამინისტრო აფინანსებს. საერთო საცხოვრებლის მოწყობა უნივერსიტეტს ახალციხეშიც სურს.

როდის მოეწყობა ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებელი?

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახალქალაქში საერთო საცხოვრებელი, უნივერისტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში განთავსდება.

ოთხსართულიანი შენობის რეაბილიტაციას, რომელიც 800 ათასი ლარი ჯდება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს.

„საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია პროექტის იურიდიული და ეკონომიკური მხარის მოგვარება. ჩემი თანამშრომელი წასულია თბილისში საბოლოო შეჯერებისთვის და უახლოეს მომავალში დავიწყებთ საცხოვრებლის რეაბილიტაციას. თუმცა, მანამდე ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.

მისივე თქმით, საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციის პროცესს მონიიტორინგს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაუწევს.

ყოფილი პროფესიული ტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელი, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზეა. ამ დროისთვის ახალქალაში 60 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტის რექტორის განმარტებით, საერთო საცხოვრებელში სტუდენტებთან ერთად პროფესორ–მასწავლებლებიც იცხოვრებენ.

როდის დასრულდება შენობის რეაბილიტაცია უცნობია: „რომ ყოფილიყო მარტში ან აპრილში ეს დაფინანსება, წელს მოვასწრებდით. ნახევარი მაინც რომ ავითვისოთ, სახურავი რომ გადავხუროთ და ფანჯრები ჩავსვათ კარგია, რადგან ნოემბრის თვიდან ახალქალაქში უკვე სიცივეა“, – განმარტავს მერაბ ბერიძე.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საერთო საცხოვრებელი ახალციხეშიც იყოს. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტის ხელმძღვანელობა ალტერნატიული ფართის გადაცემას გასული საუკუნის 90–იან წლებიდან ითხოვს.

„მესაზღვრეების ყოფილი საცხოვრებლის გადაცემას ვითხოვდით. საუბარი გვქონდა გუბერნატორთან და ახალარჩეულ მერთანაც, წინასაარჩევნო პერიოდში. შენობის გადმოცემის სურვილი არის, მაგრამ, გადმოცემა ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია მისი რეაბილიტაცია, თანხების მოძიება. ეს სერიოზული და შრომატევადი საქმეა. ჩვენ ფინანსურად მთლიანად სტუდენტურ შემოსავლებზე ვართ დამოკიდებული. მეტი დახმარება სჭირდება უნივერსიტეტს“, – აცხადებს მერაბ ბერიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი გაიხსნა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს ახალქალაქში საერთო საცხოვრებელი ექნება
დღის კითხვა: უნდა ჰქონდეს თუ არა უნივერსიტეტს სტუდენტთა საცხოვრებელი [Video]
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი დატოვა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს 200 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი სჭირდება
სტუდენტობა  ნაქირავებ ბინაში
უნივერსიტეტში რექტორი შეიცვალა