FM97.5 / LIVE

ვინ ჩაანაცვლებს რევაზ მამადაშვილს პროკურატურაში?

მთავარისამართალი 16.07.2014
ადიგენის ყოფილი გამგებლისა და ვანო მერაბიშვილის ბიძის, ლევან თუმანიშვილის სასამართლო პროცესები პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. არის თუ არა გადაწყვეტილი ვინ ჩაანაცვლებს გარდაცვლილ რევაზ მამადაშვილს პროკურატურაში?

ვინ ჩაანაცვლებს რევაზ მამადაშვილს პროკურატურაში?

15 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართოში ადიგენის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის პირველი პროცესი იმ მიზეზით გადაიდო, რომ პროკურორი არ გამოცხადდა.

3 ივლისს იგივე მიზეზით, ლევან თუმანიშვილის სასამართლო პროცესი გადადო ახალციხის რაიონულმა სასამართლომაც. ბრალდების მხარე არც ამ შემთხვევაში გამოცხადდა.

თუმანიშვილისა და პარუნაშვილის საქმეებს პროკურორი რევაზ მამადაშვილი ზედამხედველობდა, თუმცა იგი, მიმდინარე წლის 29 ივნისს გარდაიცვალა.

როგორც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი ლევან პაქსაშვილი აცხადებს, ამ დრომდე მამდაშვილის ადგილზე არავინ დაუნიშნავთ: „თუმცა პროკურატურაში პროკურორის შემცვლელი პროკურორი ყოველთვისაა, იგი შიდა ბრძანებით ინიშნება. როცა ერთი ვერ ახერხებს პოცესზე გასვლას, საქმეს მეორე ეცნობა“.

მისივე განცხადებით, ის სასამართლო პროცესები, რომლებზეც ბრალდების მხარეს მამადაშვილი წარმოადგენდა, შესაძლოა, მცირე ხნით შეფერხდეს, ეს მანამდე ვიდრე, ახალი პროკურორი საქმეს გაეცნობა, მაგრამ ეს პროცესი თვეობით არ გაგრძელდება.
„ამ დროისთვის ამ ადგილზე შეგულებული არავინ მყავს და თან ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეს კადრების სამსახურის კომპეტენციაა“, - აცხადებს პაქსაშვილი.

ვინ წარმოადგენს ბრლდების მხარეს პარუნაშვილის პროცესზე სააპელაციო სასამართლოში, 9 სექტემბერს, ხოლო თუმანიშვილის შემთხვევაში, 17 ივლისს გაირკვევა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

პროკურორი რევაზ მამადაშვილი გარდაიცვალა
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
ორი ჩავარდნილი პროცესის შემდეგ, ადიგენის გამგებლის პროცესზე პროკურორი საბოლოო სიტყვას კითხულობს
რატომ არ წაიკითხა პროკურორმა საბოლოო სიტყვა ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესზე?
სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შეიცვალა
ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე პროკურორი მეოთხედ შეიცვალა
შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი