FM97.5 / LIVE

წვიმაზე დამოკიდებული მოსავლიანობა

მთავარიეკონომიკა 15.07.2014
მწყობრიდან გამოსული წყალსაქაჩები და სარწყავი სისტემა, როგორ რწყავენ ნათესებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

წვიმაზე დამოკიდებული მოსავლიანობა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლებში არსებული წყალსაქაჩები წლებია მწყობრიდანაა გამოსული და ვერ სარგებლობენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში ამბობენ, რომ მოსავლიანობა წვიმიან ამინდზეა დამოკიდებული.

„ყველაფერს ვთესავთ, მაგრამ წყალი რომ არ არის, მოსავალიც არ მოდის. წვიმას ველოდებით, რომ მიწა დასველდეს და რაღაცამ გაიხაროს. სარწყავი არხი არის, მაგრამ წყალი ყველგან არ მიდის“, – ამბობს კლდეში მცხოვრები ოლეგ გრიგალაშვილი.

„წყალი რომ არ არის, მიწის დამუშავებას აზრი არ აქვს, გინდა დაამუშავე, გინდა არა, მაინც არაფერი მოვა. 75 მეასედამდე გვაქვს, მაგრამ ვეღარ მოგვყავს და ვართ ასე, ღმერთის ანაბარა, იწვიმებს მოვა მოსავალი, არ იწვიმებს და არ მოვა“, – ამბობს კლდეში მცხოვრები ხვიჩა წიქარიშვილი.

სარწყავი წყლის პრობლემაზე სოფელ ზიკილიაში მცხოვრები მოსახლეობაც საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნათესების 70 პროცენტი ბუნებრივად ირწყვება, 30 პროცენტს კი სარწყავი არხებიდან რწყავენ.

„ურწყავ მიწებზე ბალახი გვაქვს გაშვებული და სათიბად ვიყენებთ, სარწყავში ძირითადად ბოსტნეულს ვთესავთ. ის არხები, რაც ადრე იყო გაკეთებული, „სააკაშვილის მთავრობამ“ ამოიღო და ჯართში ჩააბარა. 350 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ირწყვებოდა, ახლა რომ ნახოთ, სულ გათხრილი და გაძარცვულია“, – ამბობს სოფელ ზიკილიაში მცხოვრები მალხაზ ბლუაშვილი და ამატებს, რომ მოსახლეობა მხოლოდ ამინდზეა დამოკიდებული. მისი თქმით, წელს წვიმიანი გაზაფხული იყო, ასე რომ სცოდნოდათ, უფრო მეტ ფართობს დათესავდნენ.
ამ მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სოფელ წნისში. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნათესები ძირითადად მდინარის პირასაა და სოფელში წყალსაქაჩიც მუშაობს.

„დაახლოებით ერთი ჰექტარი მიწის ფართობი გვაქვს და ძირითადად, სიმინდს, ლობიოს, კარტოფილს და ბოსტნეულს ვთესავთ, ყველაფერს მორწყვა სჭირდება. თუ მოირწყვება მოსავალიც მოვა, მოურწყავად არაფერი მოდის“, – ამბობს სოფელ წნისში მცხოვრები თენგიზ თაბაგარი.

აგარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მერაბ დვალიშვილის თქმით, აგარის საკრებულოში შემავალი ხუთი სოფლიდან წყალსაქაჩი არცერთ სოფელში არ არის.

„ძირითადი პრობლემა მაინც ზიკილიაში, აგარასა და საყუნეთშია, გურკელი და წინუბანიც ბუნებრივად ირწყვება. ყველას პატარა საქაჩები აქვთ და ინდივიდუალურად რწყავენ მიწებს, ანუ მხოლოდ ის ნაკვეთები ირწყვება, რომლებიც მდინარესთან ახლოსაა“, – ამბობს მერაბ დვალიშვილი და ამატებს, რომ საყუნეთის წყალსაქაჩით სარგებლობა მოსახლეობას თვის ბოლოდან შეეძლება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ექვსი მოქმედი წყალსაქაჩია, რომელებიც ააიპ „ახალციხის მელიორაციის“ ბალანსზეა.
„ჩვენ ბალანსზე რიცხული წყალსაქაჩები ნაოხრებში, ფარეხაში, მინაძეში, წნისში და ვალეშია. აღნიშნული საქაჩები მხოლოდ იმ სოფლებს ემსახურება, სადაც არის. მოთხოვნა არის, სხვა სოფლებსაც უნდათ რომ აღადგინონ წყალსაქაჩები“, – ამბობს ააიპ „ახალციხის მელიორაციის“ წამყვანი სპეციალისტი მალხაზ ბირჩაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ გარდა აღნიშნული ექვსი წყალსაქაჩისა, რომელიც „მელიორაციას“ ეკუთვნის, სხვა საქაჩები მუნიციპალიტეტში არ არსებობს. გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში აშოტ მინასიანი განმარტავს, რომ იმ სოფლებში, სადაც წყალსაქაჩები არაა, მოსახლეობა ნათესებს ინდივიდუალური საქაჩებით რწყავს.

2014 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია შვიდ სოფელში, აწყურში, საყუნეთში, ზემო სხვილისში, ნაოხრებში, ურაველში, მუსხსა და ხეოთშია დაგეგმილი. თუმცა, მოგვარდება თუ არა აღნიშნული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით სოფლებში არსებული პრობლემა, ჯერ უცნობია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე


ასპინძელებს მორწყვის იმედები გაუცრუვდათ
შპს „მელიორაციამ“ სტატუსი შეიცვალა
წვიმაზე დამოკიდებული მოსავლიანობა
სოფელ ჭაჭარაქში ნაკვეთებს ვერ რწყავენ
ასპინძაში ხეხილის ბაღები ხმება
წვიმის იმედად დარჩენილი კლდის მოსახლეობა