FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი: 'ახალციხის ციხის' დირექტორი აუცილებლად შეიცვლება'

მთავარიპოლიტიკა 14.07.2014
ახალციხის მერია „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციაში, დაახლოებით ორ კვირაში, საკადრო ცვლილებების განხორციელებას დაიწყებს. ციხის ამჟამინდელი უფროსი კი დარწმუნებულია, რომ ახალი ხელისულფება მის შეცვლას არ აპირებს.

ახალციხის მერი: 'ახალციხის ციხის' დირექტორი აუცილებლად შეიცვლება'
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ დღეს, 14 ივლისს, ქალაქის საკრებულოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

„აუცილებლად შეიცვლება ახალციხის ციხის დირექტორი“, - აცხადებს კოპაძე.

ვინ ჩაანაცვლებს „ახალციხის ციხის“ დირექოტრს გუჯა ბიჭაშვილს, მერიაში ჯერ არ იციან.

„მაგრამ, ის, ვინც ამ პოსტზე დაინიშნება, აუცილებლად განათლებული პიროვნება იქნება. ასევე, იქნება თავისი ქალაქის პატრიოტი, მუშაობას წარმართავს ახალციხის საკეთილდღეოდ და არ იქნება წურბელასავით მობმული ქალაქის ბიუჯეტზე“, - გვითხრა კოპაძემ.
მისი განცხადებით, ციხეზე შტატები გაბერილი, ხელფასები კი ძალიან დაბალია: „ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად შრომობენ და ფული შემოაქვთ, გვერდზე ჰყავთ გაწეული, ჩვენ შემთხვევაში კი ეს ასე აღარ იქნება“.

ახალციხის მერი: 'ახალციხის ციხის' დირექტორი აუცილებლად შეიცვლება'
ახალციხის ციხის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი

„ახალციხის ციხის“ დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი შვებულებაში მიმდინარე წლის 7 ივლისს გავიდა. მაშინ მან „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, მისი შვებულება ადგილობრივი ხელისულფების შეცვლას ხომ არ უკავშირდებოდა, რაც საბოლოოდ „სახლში წასვლას“ გულისხმობდა, გვიპასუხა: „ არსად წასვლას არ ვაპირებ. ეს შვებულება არ უკავშირდება იმას, რომ აქედან მივდივარ. 10 აგვისტოს გამოვალ შვებულებიდან და 11-ში დილით უკვე სამსახურში ვიქნები“.

ასევე კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მოლოდინი, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე მასაც შეცვლიდნენ, განაცხადა: „არანაირად! დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. ჩემი და ოლეგის (ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე) ძმობას ერთმანეთში ნუ აურევთ“.

ამჟამად ბიჭაშვილის მოვალეობას ციხეზე მისი თანაშემწე კულტურის დარგში, ლაშა ამირეჯიბი ასრულებს. ვინ ჩაანაცვლებს ბიჭაშვილსა და ამირეჯიბს, ცნობილი მაქსიმუმ ორ კვირაში გახდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას
ახალციხის მერმა „ახალციხის ციხის“ დირექტორად შესაბამისი კადრი ვერ შეარჩია
ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
გუჯა ბიჭაშვილი: 'რაც "ახალციხის ციხეზე" ხდება უნიათო ხელმძღვანელობის ბრალია"
ახალციხის ციხის დირექტორი გოკა გაბაშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
ახალციხის მერი: ‘ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე’
ელგუჯა ბიჭაშვილი: ‘ახალციხის ციხეზე კადრები გაბერილი არასოდეს ყოფილა’