სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რა ღირს დასვენება აბასთუმანში

მთავარიეკონომიკა 13.07.2014
აბასთუმანში საკურორტო სეზონია. ადგილობრივები დამსვენებლებს ელოდებიან. რა ღირს დასვენება აბასთუმანში და რა გასართობი საშუალებებია კურორტში.

რა ღირს დასვენება აბასთუმანში

აბასთუმანში „დამტვერვის“ სეზონი დასრულდა. ამ პერიოდში კურორტს ძირითადად ის ადამიანები აკითხავდნენ, ვისაც ფილტვების ან ბრონქების პრობლემა აქვს. ივლისის დასაწყისიდან ადგილობრივები დამსვენებლების მეორე ნაკადს ელოდებიან.

„ერთი ცხელი სეზონი მაისის თვეში გვქონდა, ივნისში ხალხი არ გვყავდა, ივლისის 5 რიცხვიდან კი დამსვენებლების ახალ ნაკადს ველოდებით. სეზონი სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება“,–ამბობს სასტუმრო „კაპას“ მეპატრონე ნატო ახალაძე.

სასტუმროების ფასები

რა ღირს დასვენება აბასთუმანში ამ ეტაპზე კურორტში 6 საოჯახო ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს. სასტუმროებში ღამის გათევა 50 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ადის.

სასტუმრო „კაპაში“ ერთი ღამის გათევა ერთი ადამიანისთვის 75 ლარი ღირს. აღნიშნულ თანხაში შედის სამჯერადი კვება. შეღავათებია ბავშვებზე, 2 წლამდე ბავშვისთვის სასტუმროში ღამის გათევა უფასოა, 6 წლამდე ბავშვისთვის კი ფასი ნახევრდება. სასტუმროში სულ 8 ნომერია.

სასტუმროს მესამე სართულზე დამსვენებლებისთვის გასართობი კომპლექსია განთავსებული, სასტუმრო ბავშვების გართობაზეც ზრუნავს.

„ჩვენთან ძირითადად ოჯახებით ჩამოდიან, ამიტომ, ჩვენ, როგორც უფროსების, ასევე პატარების გართობაზე უნდა ვიზრუნოთ.
სასტუმროს მესამე სართულზე არის ბარი, ბილიარდი და სხვა გასართობები, ბავშვებისთვის კი ეზოში გვაქვს საქანელები და სასრიალოები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს სტუმრებს თბილი და მშვიდი გარემო შევუქმნათ“, – ამბობს სასტუმრო „კაპას“ მენეჯერი ნატო ახალაძე.

რა ღირს დასვენება აბასთუმანში სასტუმრო „ივერიაში“ ერთი ღამე, კვებით 50 ლარი ღირს, კვების გარეშე კი 20–25 ლარი.

სასტუმროს მეპატრონის ნატალია ველიჯანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა წინა წლებთან შედარებით, წელს აბასთუმანში დამსვენებლების რაოდენობა ნაკლებია.

საოჯახო ტიპის სასტუმრო „ნორში“ იანვარში, აპრილში, მაისში, ივნისსა და აგვისტოს დღეებში, ერთი ღამის გათევა 120 ლარი ღირს. სხვა თვეებში კი 10 და 50 პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს.

კერძო ბინების ფასები

რა ღირს დასვენება აბასთუმანში აბასთუმანში კერძო ბინაში ღამის გათევა საშუალოდ 20 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე ადის. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კერძო ბინების ფასი პირობებზეა დამოკიდებული.

„50 ლარი ღირს ისეთი ბინა, სადაც კვება, ცხელი და ცივი წყალი, ტელევიზორი და ინტერნეტია. 20 ლარად კი ისეთი ბინები ქირავდება, სადაც ეს პირობები არ არის“, – ამბობს აბასთუმნის მკვიდრი რუსუდან გორგილაძე.

დამსვენებლები ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით, როგორც კერძო ბინების, ისე სასტუმრობის ფასები, გაზრდილია, პირობები კი კურორტში ყოველ წელს უარესდება.

„ბინა 30 ლარში მაქვს ნაქირავები, ცხელი წყალი არ არის, საჭმელსაც მე თვითონ ვაკეთებ. კურორტში პირობები არ არის გაუმჯობესებული, თუმცა ბინები გაძვირებულია“, – ამბობს ბათუმელი თამილა ფარტენაძე.

სწრაფი კვების ობიექტები

რა ღირს დასვენება აბასთუმანში კურორტში ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ღია კაფე ფუნქციონირებს. ერთ–ერთი საოჯახო სასტუმროს აქვს, მეორე კი პარკ „როშაში“ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.

„გვაქვს სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური, ლობიანი, პიცა, „ფრი“, ფასებიც ნორმალურია. შიგადაშიგ დამსვენებლებს სიახლეებსაც შევთავაზებთ. შარშან, მაისში. კაფე უკვე გახსნილი გვქონდა, წელს ცუდმა ამინდებმა და დამსვენებლების ნაკლებობამ შეგვაფერხა“, – ამბობს კაფე „როშას“ მენეჯერი იზა ტატალაშვილი.

რა ღირს დასვენება აბასთუმანში პარკთან ახლოს, თონეა, აქ დამსვენებლებს თონის პურის, ხაჭაპურისა და ღვეზელის შეძენა შეუძლიათ.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს პარკში ჯერ არ ჩანან ხილისა და ტკბილეულის გამყიდველები.

რა გასართობი საშუალებებია კურორტში

რა ღირს დასვენება აბასთუმანში პარკი “როშა“ ერთადერთი ადგილია, სადაც გართობა შეიძლება. როგორც დამსვენებლები ამბობენ, ბავშვები აქ მხოლოდ მინდორში სირბილით, საკუთარი ველოსიპეტით სეირნობითა და ფანტანის ცარიელი ავზში სირბილით ერთობიან.

„ადგილობრივებმა პარკში რამდენჯერმე ცხენები და კვადროციკლები გამოიყვანეს, ხალხი არ იყო, ამიტომ მას მერე აღარ გამოჩენილან. აღარ ვიცით, როგორ გავართოთ ბავშვები“, – ამბობს დამსვენებელი თბილისიდან თამარ ნადირაძე.

დამსვენებლებს ცხელ დღეებში აბასთუმნის აუზში შეუძლიათ გაგრილება. ერთი ადამიანისთვის აუზში საათნახევრით შესვლა 5 ლარი ღირს.

რას უჩივიან ადგილობრივები

რა ღირს დასვენება აბასთუმანში „დამსვენებლების რაოდენობა ყოველ წელს კლებულობს, ბინებს ვეღარ ვაქირავებთ, არადა ჩვენი ძირითადი შემოსავალი ეს არის“, – ამბობს ადგილობრივი რუსუდან გორგილაძე.

„როგორ უნდა მოვიზიდოთ დამსვენებლები, როცა გაზი ჩვენ არ გვაქვს და წყალი. 200–წლიანი ისტორიული შენობები ინგრევა და ყურადღებას არავინ აქცევს“, – ამბობს აბასთუმნის მკვიდრი კარლო ვოსკანიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დამსვენებლების რაოდენობა ყოველ წელს კლებულობს: „რამდენიმე წლის წინ ამ დროს კურორტი გუგუნებდა, სასტუმროები სავსე იყო. ხალხს ოღონდ ღამის გასათევი ადგილი ენახა და ყველაფერზე თანახმა იყო. ახლა ყველაფერი ჩამკვდარია“, – ამბობს აბასთუმნის მკვიდრი მიხეილ დალაქიშვილი.

პავლე ზაზაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია ინფრასტრუქტურის კუთხით კურორტში არაფერი შეცვლილა.

რა ღირს დასვენება აბასთუმანში „ბოლო 2–3 წელიწადში რაც გაკეთდა იყო ის, რომ დაბაში ნაგვის ურნები დადგეს. ეს ძალიან კარგია, თუმცა, მაშინ, როცა კურორტში უვარგისი სასმელი წყალი მოდის და გაზი არ არის, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა მოეწესრიგებინათ. აღარ ვსაუბრობ მოძველებულ სახლებზე, რომელიც ადგილობრივებს თავზე ენგრევათ“, – ამბობს ზაზაშვილი.

ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს პერიოდში დამსვენებლების რიცხვი მოიმატებს და მათი შემოსავალიც გაიზრდება. დამსვენებლებს კი იმედი აქვთ, რომ მომავალი სეზონისთვის კურორტში პირობები გაუმჯობესდება.

[მანანა სარაშვილი,ადიგენი]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რა ღირს დასვენება აბასთუმანში
ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
აბასთუმანი დამსვენებელს ელოდება
რა ელოდება დამსვენებელს აბასთუმანში [Video]
ბორჯომელებს საკურორტო სეზონმა იმედები გაუცრუა
რა დახვდება დამსვენებელს კურორტ აბასთუმანში [Video]
წაღვერმა დამსვენებელი დაკარგა