FM97.5 / LIVE

რეპატრირებული მესხები მედიაში

მთავარისაზოგადოება 15.05.2012
რატომ არსებობს საქართველოში სტერეოტიპები რეპატრირებული მესხების შესახებ, როგორ შუქდება დეპორტირებული მოსახლების პრობლემები ქართულ მედიაში და რამდენად იცავენ ქართული გამოცემები ეთიკურ ნორმებს

რატომ არსებობს საქართველოში სტერეოტიპები რეპატრირებული მესხების შესახებ, როგორ შუქდება დეპორტირებული მოსახლების პრობლემები ქართულ მედიაში და რამდენად იცავენ ქართული გამოცემები ეთიკურ ნორმებს

ამ საკითხებზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია “ტოლერანტის” წარმომადგენლებმა რეგიონებსა და დედაქალაქში მომუშავე ჟურნალისტებთან, თბილისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენციის” ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ თემით ქართული გამოცემები იშვიათად ინტერესდებიან, ან რეპატრირებულ მოსახლეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ნეგატიურად აშუქებენ და მოსახლეობას გარკვეულ სტერეოტიპებს უყალიბებენ.

- “პირველი კითხვა, რასაც ჟურნალისტები ამ ადამიანებს უსვამენ, არის: რატომ არ ლაპარაკობთ ქართულად? ჩვენ უნდა მოვხსნათ ბარიერი, არ შეიძლება სიძულვილი და აგრესია გამოვხატოთ რელიგიის, ან ეროვნების მიმართ. არ უნდა არსებობდეს სტერეოტიპები, რადგან საუბარია ტრამვირებულ ხალხზე, რომლებიც თვითოეულ სიტყვას ყურადღებას აქცევენ”, - ამბობს ასოციაცია “ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, საქართველოში დეპორტირებული მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში იშვიათად შუქდება.

“ერთი-ორი პუბლიკაციის გარდა, რეალურად ამ პრობლემას არავინ აშუქებს. ამ თემას საერთოდ არ ეხებიან ეროვნული მაუწყებლები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს პირდაპირ ევალება, - ამბობს ზვიად ქორიძე და ამატებს, რომ ამ თემით არც რეგიონული მედიასაშუალებები ინტერესდებიან: ყოველთვის ვადევნებ თვალს რეგიონულ მედიას. ძალიან ბევრი გაზეთი ამ თემას საერთოდ არ ეხება. იქაც ასეთივე მარტივი მიდგომაა, რომ ეს მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის პრობლემაა და რატომ უნდა გააშუქოს ამაზე მაგალითად კახეთმა”.

კავკასიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ექსპერტის ავთო ჯოხაძის თქმით, ჟურნალისტები ამ საკითხში საკვანძო პოზიციაში არიან და მათი მოვალეობაა უშუალოდ შეხვდნენ და გაეცნონ დეპორტირებული მოსახლეობის პრობლემებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ სწორედ გააშუქონ ის საკითხები, რაც დეპორტირებულ მოსახლეობას ეხება:
“ინფორმაციის წყაროდ ამ ადამიანებს უნდა იყენებდნენ და არა სამოქალაქო ორგანიზაციებს, ან ხელისუფლებას. თუმცა, უნდა იყოს მეორე მხარეც. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ორგანიზაციები და მედია კოორდინირებულად უნდა მოქმედებდნენ. ეს არის პოლიტიკური განზომილების მქონე სერიოზული პრობლემა და მარტო სახელმწიფო ვერ მოერევა”.

შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული ფოკუსირებული კვლევის შედეგებზეც ისაუბრეს, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩატარდა.

“კვლევის მიზანი აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები მესხების განწყობილების და მათი მოლოდინების შესწავლა იყო. რეპატრიაციის მსურველთა რაოდენობის კვლევამ აჩვენა, რომ დაბრუნების სურვილი ძალიან ბევრს აქვს”, - ამბობს ექსპეტი ავთო ჯოხაძე.

ასოციაცია “ტოლერანტის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც დეპორტირებულ მოსახლეობას აწუხებს. საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული მესხები, რომლებიც ამჟამად სტატუსის მოლოდინში არიან მთელ რიგ პრობლემებს აწყდებიან, ვერ იფორმებენ კერძო საკუთრებას, ვერ ყიდულობენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ვერ სარგებლობენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით და პრობლემები ექმნებათ განათლების მიღებისას.

[თამარ თოთაძე, თბილისი]

რეპატრირებული მესხები მედიაში


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

„დეპორტირებული მესხები - წარსული და დღევანდელობა“
"ფესვები“-  ხიდი ჩამოსულებსა და დარჩენილებს შორის
რეპატრირებული მესხების პრობლემები გადასახლებიდან 75 წლის თავზე
კვირის აქცენტი: რეპატრირებული მესხები – პოლიტიკა და რეალური ყოფა [Video]
მესხეთის მედიასაშუალებების მუშაობით საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია დაინტერესდა
ახალციხეში 1944 წლის ნოემბერი გაიხსენეს
რა შეიძლება გაკეთდეს ნარკომანიის თავიდან ასაცილებლად