FM97.5 / LIVE

ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 10.07.2014
როგორ გავზარდოთ მოქალაქეების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში – საიას წარმომადგენლებმა ახალციხეში ტრენინგი ჩაატარეს.

ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
ტრენინგი პროექტის „მოქალაქეების თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ევროკავშირის გამოცდილების გაცნობა“, ფარგლებში შედგა.

პროექტს სომხეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა ცე“–სთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტი, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს, ორ ქვეყანაში: საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება.

სწორედ ჩეხეთის რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობაზე, სამოქალაქო ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენელმა ქეთევან ბებიაშვილმა.

„შეხვედრა გამოიჩეოდა აქტიურობით. ჰქონდათ ძალიან კარგი და კრეატიული იდეები პრობლემის მოსაგვარებლად. რამდენიმე საკითხი მოვნიშნეთ, რომელიც შეიძლება საკანონმდებლო დონეზე იქნეს გათვალსიწინებული, ვინაიდან საქართველოს პარლამენტი მუშაობს მოქლაქეთა ჩართულობის მექანიზმის შექმნაზე“, – ამბობს ბებიაშვილი.

მისი თქმით, ახალციხე და ვალე, სადაც მსგავსი ტრენინგენი ჩატარდება, სპეციფიკური პრობლემების გამო შეარჩიეს. გაითვალსწინეს ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტი თვითმმართველ ქალაქად და თემად იყოფა: „სხვა რაიონებისგნა განსხვავებით, ეს მხარე განსაკუთრებულად ჩაკეტილია, როგორც საზოგადოება, ასევე თვითმმართველობა. ვალეში თვის ბოლოს გავმართავთ შეხვედრას. გვინდა თვითონ მოსახლეობისგან წამოვიდეს იდეები. გამოკვეთილი რეკომენდაციების საფუძველზე მივმართავთ ახლადშექმნილ საკრებულოს შემდგომი რეაგირებისთვის“.

შეხვედრას, რომელის ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და თემის აქტიური წევრები ესწრებოდნენ.

პროექტის განხორციელება 2014 წლის 1 მაისს დაიწყო და 31 აგვისტოს დამთავრდება. შემაჯამებელი კონფერენცია სომხეთში ჩატარდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების თანამშრომლობაზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში მოქალაქეთა როლზე იმჯელებენ
საია–მ სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები წარადგინა
ახალციხეში თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობენ
ღია მმართველობის ხელშეწყობის მიზნით ახალციხელებს კონსულტაცია გაუწიეს
ახალციხეში ‘მოქალაქეთა მონაწილეობის’ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ
დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი – სამოქალაქო კვირეული ახალციხეში