FM97.5 / LIVE

ბორჯომში მცხოვრები დევნილების ახალ საცხოვრებელში შესახლება აგვისტოში დაიწყება

მთავარისაზოგადოება 08.07.2014
ბორჯომში რეგისტრირებული დევნილებისთვის, ვაშლოვანის დასახლებაში ყოფილი სამშობიაროს შენობის რეაბილიტაცია უკვე სრულდება.

ბორჯომში მცხოვრები დევნილების ახალ საცხოვრებელში შესახლება აგვისტოში დაიწყება
როგორც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ გვიმრაძე ამბობს, ამ ეტაპზე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინაროებს.

„შენობის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოებია დარჩენილი. პროექტით სამუშაოები ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს“, – ამბობს გვიმრაძე.

მისივე თქმით ბორჯომში მცხოვრები დევნილების ახალ საცხოვრებელში შესახლების პროცესი სავარაუდოდ აგვისტოში დაიწყება: „დევნილებმა ახალი საცხოვრებელი ფართის დასაკავებლად აპლიკაციები შეავსეს, ახლა ეს აპლიკაციები უნდა გადამოწმდეს, დაზუსტდეს დეტალები, ამის შემდეგ დაიწყება შესახლების პროცესი“.

თუ ვინ გადავა ახლადგარემონტებულ შენობაში ამას სამინისტრო გადაწყვეტს. ბინებით ის ოჯახები დაკმაყოფილდებიან, რომლებსაც ის ფართი, სადაც ამჟამად ცხოვრობენ, დაკანონებული არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, USAD-ის დაფინანსებით და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოებს სააქციო საზოგადოება „ტრანს მშენი“ ასრულებს

ორსართულიან შენობაში რეკონსტრუქციის შედეგად 18 საცხოვრებელი ბინა გამოიყოფა: რვა ერთოთახიანი, ხუთი ოროთახიანი და ხუთი სამოთახიანი. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. შენობა იქნება გაზიფიცირებული და გაკეთდება ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა კრიტერიუმებით შეარჩევენ იმ დევნილებს, ვინც ბორჯომში ახალ ფართს დაიკავებს?
ბორჯომში დევნილებს ბინებს უნაწილებენ
ახალციხეში მცხოვრებ დევნილებს ბინებს ჯერ არ გადასცემენ
ახალციხეში დევნილებისთვის ბინების განაწილების პროცესი მეორედ გადაიდო
ბორჯომში 64  დევნილ ოჯახს ბინას გადასცემენ
ახალციხეში რეგისტრირებული დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კეთდება
ლიკანში მცხოვრებმა დევნილებმა საცხოვრებელი უნდა აირჩიონ