FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

მთავარისამართალი 05.07.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გამგეობის ყოფილი თანამშრომლის ეკა ტატალაშვილის საქმეს ეხება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ახალციხის საკრებულომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში ყოფილი წამყვანი სპეციალისტი ეკა ტატალაშვილი სამუშაო ადგილზე უნდა დაბრუნდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ტატალაშვილის ადგილზე კონკურსი არ უნდა გამოცხადებულიყო და შესაბამისად მას კონკურსში მონაწილეობა არ უნდა მეღო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და ამიტომ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

„საკრებულოში შესრულებული ყველა ქმედება სწორი იყო, სწორად გამოიცა ბრძანება კონკურისის ჩატარების შესახებაც. ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ტატალაშვილს კონკურსის გავლა ეხებოდა და საკონკურსო კომისიამაც სწორი შეფასება მისცა“, - აცხადებენ საკრებულოში და ამატებენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.

ტატალაშვილის საქმესთან ერთად, მიმდინარე წლის 3 ივნისს, სასამართლომ გადაწყვეტილება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში ყოფილი წამყვანი სპეციალისტის მეგი კაჭკაჭიშვილის საქმეზეც გამოიტანა. ისევე როგორც ტატალაშვილი, კაჭკაჭიშვილიც სამსახურში დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა სასამართომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

კაჭკაჭიშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს.

„ამ ხელისუფლების პირობებში გასაჩივრებას აზრი არ აქვს“, - აცხადებს მეგი კაჭკაჭიშვილის მეუღლე ადგიენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2020 ‘ტაო’ გასვლითი მატჩისთვის ემზადება

20.02.2020 ‘ორნამენტები ქართულ მეჩეთებში’ - 25 თებერვალს კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება

20.02.2020 დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში – აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები დიპლომატებს მიმართავენ

19.02.2020 ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს
ახალციხის საკრებულომ ყოფილი თანამშრომლების საქმე უზენაესში გაასაჩივრა
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
სოფიო შევჩენკომ ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა
ვეტერანების საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს