FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 04.07.2014
ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში სწავლის შეწყვეტის მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებას ასახელებენ.

ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდაახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის ნანა გელაშვილის თქმით, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი მას შემდეგ აღდგება რაც გაირკვევა თუ ვის დაქვემდებარებაში შევა ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება.

„ველოდებით ახალი მთავრობის მოსვლას, რომ გავიგოთ მერიის დაქვემდებარებაში ვართ, გამგეობის თუ საკრებულოსი. უნდა ვიცოდეთ ვინ დაგვაფინანსებს, რომ იმის მიხედვით ხელახლა დავრეგისტრირდეთ შესყიდვების სააგენტოში. სხვაგვარად შესყიდვებს ვერ განვახორციელებთ“, – ამბობს ნანა გელაშვილი.

მისი თქმით აღნიშნული პროცესი ჭიანურდება, ამიტომ ბაგა – ბაღებში სწავლა სექტემბრამდე შეჩერდება.

„ჯერ არ ვიცით როდის მოვა ახალი ხელისუფლება, მერე როდის განიხილება ჩვენი საკითხი. როცა ყველაფერი დალაგდება მერე შესყიდვებზე ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ, ეს ყველაფერი კი დროში ჭიანურდება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სწავლა პირველ სექტემბერს აღვადგინოთ“, – ამბობს გელაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ბაგა – ბაღში სასწავლო პროცესი 1 ივლისს შეწყდა. ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებდნენ, რომ სწავლა ერთ კვირაში აღდგებოდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 ახალციხის ციხეზე რძის ფესტივალი ‘იდეების გამოფენა’ გაიმართა

16.10.2018 ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე იჩეხება

16.10.2018 უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის ბაგა-ბაღებში სწავლის განახლება ინვენტარით აღჭურვაზეა დამოკიდებული
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
როდის განახლდება სწავლა ახალციხის ბაღებში?
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა