ახალციხეში მოხელეთა გადამზადების ცენტრი გაიხსნება

მთავარისაზოგადოება 04.07.2014
ახალციხეში , პეტრე იბერის N17 – ში, მეშვიდე სკოლის ყოფილ შენობაში, მოხელეთა გადამზადების ცენტრი გაიხსნება.

ახალციხეში მოხელეთა გადამზადების ცენტრი გაიხსნება გადამზადების ცენტრის გახსნის იდეა სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ეკუთვნის. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ნანა ზუბაშვილი განმარტავს, გადამზადების ცენტრისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ალტერნატიული ფართი უზურფრუქტით გადასცა.

„რამდენიმე წელიწადი ვეძებდით ობიექტს, სადაც შეიძლეობოდა ამ ცენტრის გახსნა, მაგრამ აქამდე არ იყო ამის საშუალება. მას შემდეგ, რაც მცირედი თანხები გაჩნდა, საკრებულოს მივმართეთ. თვითმმართველობის ბალანსზე არ იყო ასეთი შენობა, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ და სამინისტრომ გადასცა შენობა ახალციხის თვითმმართველობას“, – ამბობს ნანა ზუბაშვილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სააგენტო ამ საკითხების მოსაგვარებლად თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ ორგანიზიებთან. დაგეგმილი აქვს შეხვედრები საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ვ . ხუხუნეიშვილის რეფორმების ცენტრთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან .

პროექტი უნდა განხორციელდეს ერთობლივად მუნიციპალიტეტთან ერთად ამიტომ ხდება თანხების აკუმულირება სხვადასხვა წყაროდან .
დაახლოებით 50.000 ლარია გამოყოფილი ადგილობრივი თვითმმართველობიდან.

„20.000 ევრო ჩვენს ორგანიზაციას აქვს, მაგრამ, იმისათვის, რომ ბაზარზე მოთხოვნადი იყო და კარგი გადამზადების ცენტრი გააკეთო, ცოტა მეტია საჭირო. ანუ ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებით უნდა აღიჭურვოს და შესაბამისობაში უნდა იყოს, ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის ფინანსთა და იუსტიციის სამინიტროებთან არსებული ცენტრები. ჩვენ ვართ არასამთავრობო სექტორი და ვფიქრობ ბაზარზე უნდა შევიდეთ სამკაოდ მაღალი ხარისხით . “, – განმარტავს ზუბაშვილი.

საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრში უნდა მოეწყოს სასტუმრო, სატრენინგო დარბაზი, ღია კაფე, სასადილო. კომპლექსში იგეგმება მინიმუმ 30 ადამიანის დასაქმება.

აღნიშნული ცენტრში გადამზადება ფასიანი იქნება. გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები..
გადამზადება ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

გარდა ამისა რომ ცენტრი ფართო პროფილით იმუშავებს. ობიექტი ტურისტული ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს, რადგან აღნიშნული შენობა ჯაყელების რეზიდენცია იყო. ეს შენობა 1853 წელს აშენდა. 1917 წლიდან აქ ფუნქციონირებდა ბავშვთა სახლი, შემდეგ სკოლა–ინტერნატი და 50–იანი წლებიდან დამხმარე სკოლა–ინტერნატი. 2013 წლის 13 მაისიდან შენობა, რომლის საერთო ფართი დაახლოებით 1048 კვ.მეტრია უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

ასევე განმარტავენ, რომ შენობა უნდა აღდგეს იგივე არქიტექტურით, რაც წლების წინ ქონდა. ასევე შენარჩუნებული იქნება ჭიშკარი, როგორც ერთ–ერთი სიძველე.

„გვინდა კიდევ, რომ ფოიეში გაკეთდეს საგამოფენო დარბაზი, სადაც იქნება შენობის ძველი ფოტოები გამოფენილი. საკმაოდ დიდი ისტორია აქვს ამ ობიეტს და ინფრომაციის მოპოვება მიდინარეობს ამ დროისთვის. შენობის რეაბილიტაცისთან ერთად უნდა მოხდეს ტრენინგ–კურსების შემუშავება, ტრენერების მოწვევა, ყველაფრს დალაგება მინდინარეობს ნელ–ნელა “,– ამბობს ნანა ზუბაშვილი და ამატებს, რომ სააგანტო თანამშრომლობს რეგიონული განვითარების სამინიტროში არსებულ ვანო ხუხუნეიშვილის რეფორმების ცენტრთან. შესაძლოა, რომ მონიტორინგი და სერთიფიცირება სწორედ აღნიშნულმა ცენტრმა განახორციელოს, თუმცა ჯერ ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გადაწყვეტილი არ არის.
ახალციხეში მოხელეთა გადამზადების ცენტრი გაიხსნება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.01.2017 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

13.01.2017 არალში სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდება

13.01.2017 ბავშვებს და უფროსებს, რომლებმაც განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2017 ახალციხის თემი ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრა

16.01.2017 NDI: ახალციხელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია

15.01.2017 19 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

14.01.2017 შემცირებული თანამშრომლები და ხელფასები მესხეთის თეატრში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

მსგავს თემაზე

ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
ვეტერანების სამმართველოს უფროსი  რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს უპირისპირდება
ახალციხის მერი ვეტერანების მიერ  თვითნებურად  შენობის დაკავებას უკანონოდ აფასებს
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
თვითნებურად დაკავებული შენობა და ხელისუფლების დუმილი – ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში შესახლდნენ
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში