FM97.5 / LIVE

6 შენობა სამცხე–ჯავახეთში, რომელიც მეწარმეებს ერთ ლარად გადაეცემათ

მთავარიეკონომიკა 04.07.2014
პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“, ფარგლებში, სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს.

6 შენობა სამცხე–ჯავახეთში, რომელიც მეწარმეებს ერთ ლარად გადაეცემათსამცხე–ჯავახეთში ასეთი 6 შენობაა გამოყოფილი:

ნინოწმინდაში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული არასასოფლო – სამეურნეო ნაგებობა, რომლის მიწის ფართობი 16 99 კვ.მ. ქონება 27 000 ლარად არის შეფასებული.

ახალქალაქის რაიონში, სოფელ დილისკაში არსებული შენობა – ნაგებობა, რომელსაც 179429 კვ.მ უკავია. ქონება 600 000 ლარად არის შეფასებული.

ახალციხეში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა–ნაგებობა, მიწის ფართობი 16625 კვ.მ. ობიექტი 163 000 ლარად არის შეფასებული.

ახალციხეში, ადიგენის ქუჩაზე არსებული შენობა – ნაგებობა, რომლის მიწის ფართობიც 39779 კვ.მ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში არსებული ობიექტი, რომელსაც 23600 კვ.მ. ფართობი უკავია, და 138 000 ლარად არის შეფასებული.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში არსებული 1367 კვ. მ. მიწის ფართობი, რომელიც 6 000 ლარად არის შეფასებული.

სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა იმ მეწარმე იურიდიულ პირსა, რომელიც სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის მიერ წილობრივი მონაწილეობით არის შექმნილი.

მეწარმეებს აღნიშნული ქონება რამდენიმე პირობით გადაეცემა:

1.შემოთავაზებული პროფილის საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს ორი წლისა

2.ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს ინვესტირება ქ. თბილისში - შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ ექვსმაგი, ხოლო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე - არანაკლებ ოთხმაგი ოდენობით. პროცესი კი უნდა განხორციელდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

3.ინვესტიციის არანაკლებ 25% - საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან ერთი წლის განმავლობაში

4.ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში

მეწარმემ, რომელიც დაინტერესებულია პროგრამაში მონაწილეობაზე და თანახმაა აიღოს დათქმული ვალდებულებები, ქონების მართვის სააგენტოში უნდა მიიტანოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც უნდა მოქმედებდეს განცხადების წარდგენიდან არანაკლებ 30 თვის განმავლობაში. საბანკო გარანტია უნდა იყოს განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობის 10%

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე რამდენიმე დაინტერესების არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება იმ მეწარმე სუბიექტს, რომელმაც პირველმა წარადგინა დოკუმენტები სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში

შეგახსენებთ, 46 მილიონიანი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.

პროგრამის პრეზენტაცია ახალციხეში გუშინ, 3 ივლისს, გაიმართა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარების შესწავლას იწყებს

06.04.2020 სამცხე–ჯავახეთში აგრარული ბაზრები მომხმარებლებისთვის ღიაა

06.04.2020 ‘მიწა უნდა დავამუშავო და სახლიდან ვერ გავდივარ, 73 წლის ვარ’ - ახალციხელი ფერმერი

06.04.2020 ახალციხეში, საქართველოს ბანკის სახელფასო ბარათიდან პირს ფული მოუხსნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა
1 ლარად გადაცემული ქონება სამცხე-ჯავახეთში
'აწარმოე საქართველოში' – რას სთავაზობს პროგრამა მეწარმეებს
ბორჯომში აუქციონზე 3 ნაკვეთი 1 274 000 ლარად იყიდება
ახალციხეში პროგრამის 'აწარმოე საქართველოში' პრეზენტაცია გაიმართება
კითხვა–პასუხი ქონების პრივატიზების შესახებ [R]
ახალციხეში კარტოფილი ფრის წარმოება იწყება