FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილის ბიძას სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

მთავარისამართალი 03.07.2014
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შპს „ტაოს“ დირექტორს ლევან თუმანიშვილსა და მასთან ერთად ბრალდებულ შპს „ტაოს“ ბუღალტერს თენგიზ ფარცახაშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ვანო მერაბიშვილის ბიძას სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ბიძას ლევან თუმანიშვილსა და თენგიზ ფარცახაშვილს ბრალი სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვე პუნქტით ედებოდათ, რაც ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას გულისხმობს და მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება.

სასამართლომ დაადგინა, რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ არა ჯგუფურად, არამედ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ამიტომ თუმანიშვილიცა და ფარცახაშვილიც დამნაშავედ იქნენ ცნობილი სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელის სახედ და ზომად ორივე მათგანს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვის ვადით. თუმცა, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ აქტით, ორივე მათგანი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.

გადაწყვეტილება ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა, დღეს 3 ივლისს გამოაცხადა. პროცესს ბრალდების მხარე არ ესწრებოდა: პროკურორი რევაზ მამადაშვილი, სავარაუდოდ გულის შეტევით, ხუთი დღის წინ გარდაიცვალა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თუმანიშვილმა სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. მისმა ადვოკატმა სტეფანე თუმანიშვილმა კი განაცხადა, რომ მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მსგავს გადაწყვეტიელბას ვერ გამოიტანდა.

„6 თვეზე მეტი ველოდებოდით პროკურორის საბოლოო სიტყვას. საქმეში არ იყო არცერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველს მისცემდა“, - განაცხადა ადვოკატმა და დაამატა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში თუმანიშვილისა და ფარცახაშვილის საქმის განხილვა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მას ბრალდების მხარე, შპს „ტაოში“, 18 საანგარიშგებო დოკუმეტის გაყალბებაში ადანაშაულებდა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, თუმანიშვილმა და ფარცახაშვილმა დანაშაული 2008-2010 წლებში ჩაიდინეს.

ლევან თუმანიშვილისა და თენგიზ ფარცახაშვილის წინააღმდეგ ახალციხის რაიონულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე განიხილება. აქაც ბრალდების მხარე მათ შპს „ტაოში“ დოკუმენტების გაყალბებას ედავება. სასამართლოში საქმის განხილვა სსკ-ის 210 მუხლით რამდენიმე თვეა რაც მიმდინარეობს. თუმანიშვილის ადვოკატის განცხადებით, ამ საქმეზე დასაკითხი ჯერ კიდევ 60-მდე მოწმე დარჩა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2020 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

25.05.2020 უხვი ნალექის გამო ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დაიტბორა [ფოტო/ვიდეო]

25.05.2020 ახალქალაქში ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა

25.05.2020 სომხურ სამოციქულო ეკლესიაში ღვთისმსახურება მრევლთან ერთად აღევლინება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის ბიძა გაამართლა
ლევან თუმანიშვილის  ადვოკატი: „ბრალდების მხარე საქმის განხილვას აჭიანურებს“
ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
ახალციხის ყოფილი გამგებელი და პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ
ბორჯომში დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს
ვინ ჩაანაცვლებს რევაზ მამადაშვილს პროკურატურაში?
ქეთევან ხმალაძის საქმის განხილვა სააპელაციოში არაერთხელ გადაიდო