FM97.5 / LIVE

ახალციხეში საცხოვრებული კორპუსის ორი სართული დაიწვა

მთავარისამართალი » შემთხვევა 03.07.2014
ახალციხეში, ასპინძის ქუჩის N36 საცხოვრებელ კორპუსში მესამე და მეოთხე სართულები დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხუთსართულიანი ბინის ყველა მცხოვრებმა ბინის დატოვება დროულად მოასწრო.

ახალციხეში საცხოვრებული კორპუსის ორი სართული დაიწვა

ახალციხის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 17:00 საათზე შევიდა. მეხანძრეების თქმით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

"ორივე სართულზე აივნის კარი დაიწვა, აივნის გვერდებზე ფიცრები იყო აჭედებული და იმას მოეკიდა. სახლში არაფერი დამწვარა. დროულად გაგვაგებინეს ხანძარი რომ იყო და სამი მანქანა მოვიდა შემთხვევის ადგილზე. ცეცხლის ლოკალიზებაც დროულად მოვახდინეთ და ლიკვიდაციაც. რამ გამოიწვია ხანძარი არ ვიცით, ამას გამოძიება დაადგენს", – ამბობს ახალციხის სახანძრო სამსახურის უფროსი პაატა კბილაშვილი.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი ჯერ მესამე სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი ცეცხლი მეოთხე სართულზე გადავიდა. მესამე სართულზე იმ დროისთვის ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი იმყოფებოდა. იგი ამბობს, რომ იმ დროს ეძინა და კვამლის სუნმა გამოაღვიძა. ოჯახის დანარჩენი წევრები, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ხანძრის დაჩენის დროს ეზოში იყვნენ.

"მარტო ვიყავი, ყველა კარი ღია მქონდა, კვამლი რომ შევამჩნიე, ვიფიქრე მესამეზე რაღაც ხდება მეთქი და დაბლა სართულზე ჩავედი. იქ მცხოვრებს პატარა ბავშვები ჰყავს და მოვეხმარო დაბლა ჩაყვანაში–თქო", – გვითხრა მეოთხე სართულზე მცხოვრებმა ელიკო ტაბატაძემ.

ასპინძის ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან სახანძრო–სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები და სამართალდამცველები. რამ გამოიწვია ხანძარი ამ ეტაპზე უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარს შსს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველო სსკ–ის 188–ე მუხლით იკვლევს, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ახალციხეში საცხოვრებული კორპუსის ორი სართული დაიწვა

ახალციხეში საცხოვრებული კორპუსის ორი სართული დაიწვა

ახალციხეში საცხოვრებული კორპუსის ორი სართული დაიწვა

ახალციხეში საცხოვრებული კორპუსის ორი სართული დაიწვა

ახალციხეში საცხოვრებული კორპუსის ორი სართული დაიწვა

[SKnews.ge]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვალეში სკოლის შენობას ხანძარი გაუჩნდა
ახალციხის მახლობლად, არჯულის მთაში ხანძარი გაჩნდა
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხეში ხანძრის შედეგად სტეფანიანების სახლის ნაწილი დაიწვა [Photo]
თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ვიდეო]
საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია