FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში, 2 თვეში, ნახევარ მილიონ ლარამდე პრემია გასცეს

მთავარიპოლიტიკა 03.07.2014
სამცხე–ჯავახეთში, 2014 წლის მარტსა და აპრილში, საჯარო მოხელეებზე 459.691 ლარი პრემია გასცეს. ორი თვის განმავლობაში, ექვსი მუნიციპალიტეტიდან, ფულადი ჯილდო მხოლოდ ასპინძაში არ გაცემულა.

2014 წლის მარტში, ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტიდან პრემიები მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, ახალციხესა და ბორჯომში გასცეს.

ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში მარტის თვეში პრემია საკრებულოში გასცეს, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 100 %–ის ოდენობით, ჯამში, 21 თანამშრომელზე 23.570 ლარი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ფულადი ჯილდო მიიღეს გამგეობაშიც და საკრებულოშიც – ჯამში 9.490 ლარი. გამგეობაშიც და საკრებულოშიც პრემიები მიიღეს ქალმა თანამშრომლებმა, გარდა ამისა, პრემია ერგოთ გამგებლის მოადგილეს დიმიტრი ყიფიანსა და ბორჯომის რწმუნებულს ანზორ სვანიძეს.

ბორჯომის გამგეობაშიც და საკრებულოშიც, ქალ თანამშრომლებს პრემიის სახით 100–100 ლარი ერგოთ. გამგეობაში, 20 ქალ თანამშრომელზე ჯამში 2.000 ლარი გაიცა. გარდა ამისა 1.300 ლარი მიიღო გამგებლის მაშინდელმა მოადგილემ დიმიტრი ყიფიანმა. ჯამში, გამგეობაში, აპრილში, 3.300 ლარი გასცეს.

საკრებულოში კი 33 ქალ თანამშრომელზე – 3.300 ლარი გაიცა. მათგან განსხვავებით ერთი თვის ხელფასის ოდენობა დაერიცხა 3 ქალ თანამშრომელს: საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს (660ლარი), წამყვან სპეციალისტს (630 ლარი), უფროსს სპეციალისტს (600 ლარი) და ქალაქის რწმუნებულს ანზორ სვანიძეს (1000 ლარი). ჯამში, საკრებულოში აპრილში 6.090 ლარი გაიცა.

სამცხე–ჯავახეთში, 2 თვეში,  ნახევარ მილიონ ლარამდე პრემია გასცეს

რაც შეეხება აპრილის თვეს, ექვსი მუნიციპალიტეტიდან აპრილის თვეში პრემიები მარტო ასპინძაში არ გაცემულა. დანარჩენ 5 მუნიციპალიტეტში კი სააღდგომოდ ჯამში 426.631 ლარი გაიცა.

ახალციხეში სააღდგომოდ პრემია მხოლოდ გამგეობის თანამშრომლებზე გაიცა – 105 თანამშრომელზე 57.188 ლარი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის გაცემის მიზეზად თანამშრომლების ზეგანაკვეთურ სამუშაო დროსა და რეჟიმში მუშაობას ასახელებენ: „აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია თანამშრომელთა წახალისებისა და სტიმულის მიცემის მიზნით, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით ერთდროული ფულადი პრემიის გაცემა, თანამდებობრივი სარგოს 100 %–ის ოდენობით“.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 116 თანამშრომელზე 82.980 ლარი გაიცა. აქედან, გამგეობაში, 62 თანამშრომელზე – 41.550 ლარი, საკრებულოში, 19 თანამშრომელზე – 23.610 ლარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 29 თანამშრომელმა 14.280 ლარი მიიღო, ხოლო სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ექვსმა თანამშრომელმა 3.540 ლარი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სააღდგომო პრემიები გაიცა გამგეობაშიც და საკრებულოშიც. გამგეობაში გაიცა 118 თანამშრომელზე 61.490 ლარი. საკრებულოში კი, ერთი თვის სახელფასო განაკვეთის ოდენობით, 23 თანამშრომელზე 29.110 ლარი.

აპრილის თვეში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში პრემიები ასე გადანაწილდა: ნინოწმინდის გამგეობაში 102 თანამშრომელზე 67.590 ლარი გაიცა, ხოლო ნინოწმინდის საკრებულოში – 17 თანამშრომელზე 21.090 ლარი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში სულ გაიცა 134 თანამშრომელზე 107.183 ლარი და 80 თეთრი. აქედან, გამგეობაში 112 თანამშრომელზე გაიცა 80.133 ლარი და 80 თეთრი, საკრებულოში კი 22 თანამშრომელზე – 27.050 ლარი.

საკრებულოს თავმჯდომარემ 2.650 ლარი მიიღო, მოადგილემ 1.700 ლარი, 5–მა კომისიის თავმჯდომარემ – 1350 ლარი, ამდენივე მიიღო 9 ფრაქციის თავმჯდომარემ, 5 სპეციალისტს 560 ლარი ერგო, აპარატის უფროსს კი 1.000 ლარი.

სამცხე–ჯავახეთში, 2 თვეში,  ნახევარ მილიონ ლარამდე პრემია გასცეს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობაში საახალწლოდ 57 540 ლარის პრემია გაიცა
ახალციხის გამგეობასა და საკრებულოში 75 300 ლარი პრემია გასცეს
ბორჯომის გამგეობაში საახალწოდ პრემია 108 777 ლარი გაიცა
ადიგენის გამგეობაში საახალწლოდ პრემია 58 900 ლარი გაიცა
ახალციხის საკრებულოში 13 240 ლარის ჯილდო გაიცა
ახალციხის მერიაში 7 თვეში 212.297 ლარის პრემია და დანამატი გაიცა
სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობებში პრემია–დანამატებისთვის 300 000–ზე მეტი გაიცა