FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბაღის გარეშე 1200 ბავშვი დარჩა

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.07.2014
გაურკვეველი ვადით შეჩერებული სასწავლო პროცესი ბაგა–ბაღებში და უკმაყოფილო მშობლები. როდის გაიხსნება ბაღები ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ვერ აკონკრეტებენ.

ახალციხეში ბაღის გარეშე 1200 ბავშვი დარჩა

გუშინ, 1 ივლისს, ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მოულოდნელად შეჩერდა. სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყვეტამ განსაკუთრებით იმ მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც მუშაობენ.

ახალციხეში მცხოვრებ თამუნა ზუბაშვილს 5 წლის შვილი N3 საბავშვო–ბაღში დაყავს. სასწავლო პროცესის დროებით შეჩერების ამბავმა, ზუბაშვილი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა.

„წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ. საღამოს, როცა მივედით ბავშვის გამოსაყვანად, გვითხრეს ბავშვები აღარ მოიყვანოთო. ვმუშაობ, სამსახურს ვერ გავაცდენდი და ამიტომ პატარა უფროს შვილს დავუტოვე, რომელიც 10 წლისაა. ძალიან ვნერვიულობ, როგორ იქნებიან სახლში“, – ამბობს იგი.

იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა თათია ჯონსონიც, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი N2 ბაგა–ბაღში დაჰყავს.

„ძიძა არ მყავს, არ ვიცი რა ვქნა. რემონტი გვაქვს სახლში და იძულებული ვარ სადმე წავიყვანო. შესაძლებელია დროებით ძიძა მომეძებნა, მაგრამ ამასაც დრო სჭირდება. ჩემი დაც მსგავს სიტუაციაშია, რომელსაც პატარა ჰყავს. მისი დედამთლი დარჩა სახლში და სამსახური გააცდინა იმისთვის, რომ ბავშვისთვის მიეხედა“, – ამბობს თათია ჯონსონი.

ააიპ ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაცია არც მათ სამსახურს ჰქონდა.

„ჩვენც ფაქტის წინაშე დავდეგით და შევაჩერეთ სწავლა. ხელფასების გარეშე რჩებიან თანამშრომლებიც. გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, ჩვენი ბრალი არ არის. ყველაფერი მზად გვქონდა იმისათვის, რომ სწავლა არ შეგვეჩერებინა, მაგრამ შესყიდვების სააგენტომ გვითხრა, რომ არ შეიძლება ტენდერის გაგრძელებაო“, – განმარტავს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ნანა გელაშვილი.

მისივე თქმით, როდის გაგრძელდება ბაღებში სწავლა ამ ეტაპზე უცნობია:" ჯერ უნდა დასრულდეს თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების დაკოომპექტება. გამგეობებმა უნდა მოგვცენ ოფიციალური წერილი, ვინ დაგვაფინანსებს და ამის მიხედვით უნდა დავრეგისტრირდეთ შესყიდვების სააგენტოს საიტზე, რათა უფლება მოგვეცეს შესყიდვების განხორციელებისა. თვითმმართველობიდან მოსულ წერილს ავტვირთავთ სააგენტოს საიტზე და დავრეგისტრირებით, მერე რას გვეტყვიან, არ ვიცით“.

შესყიდვების სააგენტოს ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ ვინაიდან ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოხდა, დადებული ხელშეკრულებებიც გაუქმდა: „თუ მის ბაზაზე, ან მის ნაცვლად შეიქმნა ახალი ორგანიზაცია, რომელიც ასევე ბიუჯეტიდან მიიღებს დაფინანსებას, ის უნდა დარეგისტრირდეს შემსყიდველ ორგანიზაციად და შემდგომ გაფორმდება ახალლი ხელშეკრულება“.

თვითმმართველ ქალაქ ახალციხისა და ახალციხის თემის საბავშვო ბაღებში ამ დროისთვის დაახლოებით 1200 ბავშვი დადიოდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან განახლდება
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება