FM97.5 / LIVE

რის მიხედვით შეარჩიეს 'ახალციხის საპატიო მოქალაქეები'

მთავარისაზოგადოება 01.07.2014
ქალაქ ვალეს ღვთისმშობლის სახლეობის ეკლესიის დეკანოზი მამა სტეფანე (ნადირაძე), ახალციხის კულუტურის სახლის ყოფილი დირექტორი, მსახიობი, მოცეკვავე ვახტანგ კვესელაძე და ჯაყელების შთამომავალი, ამაღლების ეკლესიის აშენების ინიციატორი ომარ ჯაყელი – რა დამსახურების მიხედვით შეარჩიეს 'ახალციხის საპატიო მოქალაქეები'.

რის მიხედვით შეარჩიეს 'ახალციხის საპატიო მოქალაქეები'

30 ივნისს, „ახალციხელობისადმი“ მიძღვნილი კულტურული ღონისძიებების დასასრულს, "ახალციხის საპატიო მოქალაქეები" წარადგინეს. ეს წოდება ქალაქ ვალეს ღვთისმშობლის სახლეობის ეკლესიის დეკანოზს მამა სტეფანე – ნადირაძეს, ვახტანგ კვესელაძესა და ომარ ჯაყელს ერგოთ.

"საპატიო მოქალაქეები" სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ დააჯილდოვეს.

ახალციხის კულტურის სამსახურში განმარტავენ, რომ "საპატიო მოქალაქის" წოდების მინიჭებისთვის კრიტერიუმები არ არსებობს. მამა სტეფანეს, ომარ ჯაყელსა და ვახტანგ კვესელაძეს "ახალციხის საპატიო მოქალაქის" წოდება კულტურის სამსახურის, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრების ერთობლივი გადაწყვეტილებით მიენიჭათ.

„ახალციხის საპატიო მოქალაქეების" წოდების მისანიჭებლად რამდენიმე კანდიდატს დამსახურების მიხედვით განვიხილავდით. საბოლოოდ, ამ სამ პიროვნებზე შევჩერდით. თითოეულ მათგანს დიდი დამსახურება აქვს“, – ამბობს ახალციხის კულტურის სამსახურის სპეციალისტი მარინა ჯინჭველაძე.

მამა სტეფანე ვალეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. წირვა–ლოცვას წმინდა მარინეს სახელობის ტაძარშიც აღავლენს.

„მას დიდი წვლილი მიუძღვის ახალციხეში პირველი მართმადიდებლური ტარძის წმინდა მარინეს ეკლესიის აღდგენა – ფუნქციონირებაში. 80–იან წლებში ტაძარში განთავსებული ყოფილა საწყობი. მამა სტეფანემ საკუთარი ხელით გაასუფთავა ტაძარი, რის შემდეგადაც წმინდა მარინეს ტაძარში წირვა–ლოცვა დღემდე აღევლინება“, – განმარტავენ კულტურის სამსახურში.

ომარ ჯაყელმა საფუძველი ჩაუყარა ახალციხეში ამაღლების სახელობის ტაძრის მშენებლობას. ჯაყელების შთამომავალი დღემდე გულშემატკივრობს ხელოვან ადამიანებს. მისი ინიციატივით, ყოველ წელს ახალციხეში ჯაყელების გვარის შეხვედრები ეწყობა, რათა არ გაწყდეს ახალციხესთან მათი ურთიერთობა. ის ასევე იყო ანსამბლ „მესხეთის“ ყოფილი წევრი.

რაც შეეხება, მესამე "ახალციხის საპატიო მოქალაქეს", სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე ვახტანგ კვესელაძე ახალციხის კულტურის სამსახურში დირექტორად 45 წელიწადი მუშაობდა.

„50 წელი ღირსეულად იდგა სცენაზე. მისი ინიციატივით ახალციხეში ჩამოყალიბდა პირველი დასი, რომელსაც მიენიჭა „სატირისა და იუმორის დასის“ სახელი. დასმა შემოიარა თითქმის მთელი ევროპა. ვახტანგ კვესელაძეს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო იგი არის კულტურის დამსახურებული მუშაკი და ღირსების ორდენის კავალერი“, – ამბობენ კულტურის სამსახურში.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეს სამი საპატიო მოქალაქე ჰყავს
ახალციხის საპატიო მოქალაქე ვახტანგ კვესელაძე გარდაიცვალა
ახალციხის სამი საპატიო მოქალაქე შერჩეულია
საპატიო ახალციხელები, მათ შორის მერის მამა, საზეიმოდ დაასაჩუქრეს
ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია
ბორჯომში საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს
ახალციხის მერის გიორგი კოპაძის მამა მესამედ დააჯილდოვეს