FM97.5 / LIVE

ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 01.07.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. სწავლის შეწყვეტის მიზეზად რეორგანიზაციას ასახელებენ.

ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა

ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება ორად გაიყო. ახალციხის თემის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებად და ქალაქ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებად.

თვითმმართველ ქალაქში ხელმძღვანელად გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი დარჩა, ხოლო თემში დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ყოფილი სამსახურის საქმის წარმოების სპეციალისტი ლელა ოქრომელიძე დაინიშნა.

ნანა გელაშვილის განმარტებით, ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი შესყიდვების სააგენტოსთან დაკავშირებული პრობლემებია.

"ბაღებში პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით ტენდერი მთელი წლით გვქონდა გამოცხადებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან როცა იყვნენ ჩამოსული, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ და განგვიმარტეს, რომ ქალაქისა და თემის გაყოფის შემდეგ მესამე პირად შემოვიდოდა ახალი ააიპ-ი, რომელიც ჩამოყალიბდა. რეალურად, ცხელ ხაზზე რომ დავრეკეთ შესყიდვების სააგენტოში, გვითხრეს, რომ უფლება არ გვაქვს ტენდერი გავაგრძელოთ. ბაღებში პროდუქცია ვეღარ შევაქვს და ამიტომ შევაჩერეთ სწავლა“, - განმარტავს ნანა გელაშვილი.

მისივე თქმით, ვითარების გასარკვევად შესყიდვების სააგენტოში ოფიციალური წერილი უკვე გაგზავნეს. როდის აღდგება სწავლა ბაღებში, ამ წერილის პასუხზეა დამოკიდებული.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაგა-ბაღებში სწავლის განახლება ინვენტარით აღჭურვაზეა დამოკიდებული
როდის განახლდება სწავლა ახალციხის ბაღებში?
ახალციხეში ბაღის გარეშე 1200 ბავშვი დარჩა
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება