FM97.5 / LIVE

შეუმჩნეველი საფრთხე

მთავარი 25.07.2012
ახალქალაქში შიდსის საფრთხეს რეალურ საფრთხედ არავინ აღიქვამს. ხალხი ცდილობს არ ილაპარაკოს და არ იფიქროს ამ თემაზე, სპეციალისტები კი ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

შეუმჩნეველი საფრთხე

საქართველოს ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულმა ცენტრმა გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ საქართველოში ოფიციალურად დაფიქსირებულია იმუნოდეფიციტის სინდრომის ინფექციის 253 შემთხვევა, ბოლო თვის განმავლობაში კი ამ დაავადების 29 ახალი დიაგნოზი დაისვა. საქართველოში სულ იმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადებული 3368 ადამიანი ცხოვრობს. ამასთან შიდსი გამოვლენილია 2025 შემთხვევაში. მკურნალობას ამჟამად 1247 ადამიანი გადის, რომელთა შორისაც 36 ბავშვია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იმუნოდეფიციტის სინდრომისა და შიდსის შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.

“ჩვენ ვიღებთ ტესტებს, შემდეგ კი ანალიზისთვის საავადმყოფოს ლაბორატორიაში ვაბარებთ. ჯერჯერობით არც ერთი დადებითი პასუხი არ გვაქვს”, - გვითხრა ეპიდემიოლოგმა გაიანე ფიდანიანმა.

ასეთი სიტუაცია იწვევს ყალბ რწმენას, თითქოსდა აქ აღნიშნული საკითხი აქტუალური არ არის და ამ დაავადებების შემთხვევებიც არ არსებობს. იგივე მოსაზრებას იზიარებს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგიც.

“ამ საკითხზე ბევრი მიფიქრია, შესაძლოა, ინფიცირებულები არიან, რადგან ჩვენს მოსახლეობას თავდაცვის საშუალებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. უბრალოდ, რისკიან ნაბიჯებს დგამენ. თუ არიან ადამიანები სხვადასხვა ვენერიული დაავადებებით, შესაძლოა, რომ იმუნოდეფიციტის სინდრომიც არსებობდეს. ჩვენთან გამოკვლევებს, ძირითადად, ფეხმძიმე ქალბატონები იკეთებენ, ისიც, არა ყველა შემთხვევაში. მამაკაცებს ხომ შიდსზე ანალიზის ჩაბარებას ვერ აიძულებ. ამას არავინ აკეთებს”, - ამბობს ეპიდემიოლოგი.

ადგილობრივ ნულოვან შედეგს, ასე თუ ისე, წინა წლების მონაცემებიც ეჭვქვეშ აყენებს. საქართველოს ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სამცხე-ჯავახეთში 2009 წელს იმუნოდეფიციტის სინდრომის 26, ხოლო 2010 წელს 30 შემთხვევა დაფიქსირდა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 2011-2012 წლების ოფიციალური სტატისტიკის მონახვა ვერ მოხერხდა. ეროვნული სტატისტიკის ცენტრსა და ნარკოლოგიის ინსტიტუტში გვიპასუხეს, რომ ამ რეგიონის სტატისტიკას არ აწარმოებენ. თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ამ დაავადებით ინფიცირებულია 32-დან 36-მდე ადამიანი.

მენტალიტეტიდან გამომდინარე, ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ვენერიული ან ინფექციური დაავადებების, ეჭვი აქვთ, გახმაურების, შერცხვენისა და საზოგადოებისგან გარიყვის შიშის გამო, ამ დაავადებას და მის შესახებ ვარაუდსაც კი მალავენ. ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში ისინი ძირითადად სხვა ქალაქების საავადმყოფოებს, ხანდახან კი სხვა ქვეყნების კლინიკებსაც კი მიმართავენ.

“ამ საკითხით როცა დავინტერესდი, მითხრეს, რომ ისინი, ვისაც ასეთ დაავადებებზე ეჭვი აქვს, ჩვენთან არ მოდიან. ისინი ახალციხეში, თბილისში ან ერევანში მიდიან და ანალიზები იქიდან მოაქვთ”, - ამბობს გაიანე ფიდანიანი.

ხალხი ფიქრობს, რომ ეს დაავადებები მხოლოდ სქესობრივი გზით გადამდებია, რეალურად კი უმრავლეს შემთხვევაში ინფიცირება სამედიცინო დაწესებულებებში ექიმებისა და მომსახურე პერსონალის დაუდევრობის გამო შეიძლება მოხდეს.

თუ სქესობრივი ურთიერთობის დროს შიდსისგან თავდაცვა შესაძლებელია, სამედიცინო დაწესებულებებში იმუნოდეფიციტის სინდრომით ინფიცირების თავიდან არიდების შანსი ნულოვანია. ექიმთან ვიზიტისას, ანალიზების ჩაბარებისას ან თუნდაც სტომატოლოგთან მისვლისას, ბევრი ჩვენგანი სამედიცინო დაწესებულებისგან სტერილიზებულ ინსტრუმენტებსა და ექიმებისგან ხელთათმანებში მუშაობას არ ითხოვს.

“ხალხის ცნობიერებამდე ამან ვერ მიაღწია, ყველა ფიქრობს, რომ ეს დაავადება მისგან ძალიან შორსაა. ასეთი ფსიქოლოგია დაგვრჩა ჩვენც. არავის წარმოუდგენია, რომ საფრთხე რეალური და ძალიან საშიშია. ფიქრობენ, რომ იმუნოდეფიციტი სადღაც შორსაა, მხოლოდ დედაქალაქში და მხოლოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ან ჰომოსექსუალებს ეხებათ. არ ესმით, რომ იმუნოდეფიციტის სინდრომითYნებისმიერი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაავადდეს”, - ამბობს ეპიდემიოლოგი.

იმუნოდეფიციტის სინდრომისა და შემდგომში შიდსის ძირითად მიზეზებად საქართველოში კვლავ ინექციური ნარკოტიკები და სქესობრივი კავშირები რჩება.

შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა, შემდგომ წლებში ამ დაავადებას 742 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა  სამცხე–ჯავახეთში
წელს საქართველოში აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გამოკითხვა: რა იცით შიდსის შესახებ [Video]
ახალციხეში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალქალაქში ინფექციური განყოფილება არ აქვთ
‘დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ’ – იწყება მასშტაბური კამპანია
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა