FM97.5 / LIVE

ახალციხეში 'ოცნების' ახალარჩეული დეპუტატი სასამართლომ დააჯარიმა

მთავარიპოლიტიკა, სამართალი 28.06.2014
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხეში ამბარცუმ ბაბოიანი, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა;

ახალციხეში 'ოცნების' ახალარჩეული დეპუტატი სასამართლომ დააჯარიმა
„ქართული ოცნების“ ახალარჩეულ მაჟორიტარ დეპუტატს ახალციხეში, ამბარცუმ ბაბოიანს, რომელიც კენჭს N37/01/04 უბანზე იყრიდა, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან შელაპარაკება 23 ივნისს მოუხდა. მიზეზი ბაბოიანის მეგობარი იყო, რომელიც საპატრულო პოლიციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ჰყავდა დაკავებული.

ბაბოიანს სამართალდამცავი ორგანოები ადმინისტრაციული გადაცდომის გამო, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებოდნენ, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ჯარიმას, ან 15 დღე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბაბოიანი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა.

მომხდარს ადასტურებს შსს.

პოლიციასთან რომ შელაპარაკება მოუვიდა, ეს „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ბაბოიანმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ მომხდარს ვრცლად მოგვიანებით გვიამბობდა. თუმცა მას შემდეგ ბაბოიანი „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

ბაბოიანის საქმეზე კომენტარის გაკეთება არც მისმა ადვოკატმა ისურვა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის თანამშრომელი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმეს
სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება
უკანონოდ დაკავებული ადვოკატი საპატრულოს მორალური ზიანისთვის 100. 000 დოლარს სთხოვს
სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ჯარიმის,  250 ლარის გადახდა დააკისრეს
სასამართლომ ახალციხის ბაზარში მოქმედი სასაკლაო დააჯარიმა
ყოფილი პოლიტპატიმარი ახალციხეში უკანონოდ დააკავეს [video]
შეცვლილი გადაწყვეტილება ზურა ხუციშვილის საქმეზე