FM97.5 / LIVE

ახალციხეში პროგრამის 'აწარმოე საქართველოში' პრეზენტაცია გაიმართება

მთავარისაზოგადოება 28.06.2014
ახალციხეში სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

ახალციხეში პროგრამის 'აწარმოე საქართველოში' პრეზენტაცია გაიმართება

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწყობა. შეხვედრის მიზანია პროგრამის გაცნობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის.

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლები პროგრამის დეტალებზე ისაუბრებენ.

ღია კარის დღეს დაესწრებიან პროგრამაში მონაწილე მხარეები -კომერციული ბანკები, მეწარმეობის განვითარების სააგენტო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ასევე სამხარეო ადმინისტრაციისა და მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

შეხვედრა ხუთშაბათს, 3 ივლისს,13:00 საათზე, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში გაიმართება (რუსთაველის ქ. N122).

პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.

პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ფინანსური, ინფრასტრუქტურული და საკონსულტაციო მხარდაჭერით.პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას - სოფლის მეურნეობა და ინდუსტრია.

სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ 1 ივნისიდან ამოქმედდა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 46 მლნ ლარია გამოყოფილი. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე დაიხარჯება 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი 16 მლნ ლარი.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'აწარმოე საქართველოში' – რას სთავაზობს პროგრამა მეწარმეებს
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ
ეკონომიკის მინისტრი  ახალციხეში სამთავრობო პროგრამის გამარჯვებულებს შეხვდება
რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში
'მიკრო გრანტები მთის განვითრებისთვის'- პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს