FM97.5 / LIVE

მაშველებმა ბორჯომის ტყე–პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 28.06.2014
ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკში დაკარგული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი მაშველებმა დღეს, 27 ივნისს მდინარე ლაიშურას ხეობის დათვალიერებისას იპოვეს.

მაშველებმა ბორჯომის ტყე–პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა ბორჯომის ტყე-პარკში საძიებო-სამაშველო ღონისძიება აწყურიდან ბაღდათის მიმართულებით, ახალ მარშრუტზე, 26-27 ივნისს ჩაატარეს. მდინარე ლაიშურას ხეობის დეტალური დათვალიერებისას გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი ხევში აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე საქართველოში გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით იმყოფებოდა. ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება „112“-ში შევიდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები საძიებო-სამაშველო სამუშაოებს 17 დღის განმავლობაში ატარებდნენ, გერმანელი მეცნიერის ცხედარი 27 ივნისს იპოვეს. შსს–ს ინფორმაციით ცხედარი ქუთაისში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგულ ექსპერტს ამ დრომდე ეძებენ
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გერმანელი ექსპერტი დაიკარგა
შსს: მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული ტურისტები იპოვეს
მაშველებმა სოფელ ქვაბისხევში ექსკურსიის დროს დაკარგული 5 მოსწავლე და 1 მშობელი იპოვეს
აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფებმა ბორჯომი დატოვეს
სოფელ ყვიბისის ტყეში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ევროპული სახანძრო მანქანა დაემატება