FM97.5 / LIVE

წაღვერმა დამსვენებელი დაკარგა

მთავარიეკონომიკა 25.07.2012
დაბა წაღვერში საკურორტო სეზონი ეშხში შედის, თუმცა დამსვენებლის გარეშე. ადგილობრივები ამ ფაქტს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით ხსნიან.

წაღვერმა დამსვენებელი დაკარგა

საკურორტო სეზონი წაღვერში პირველი ივლისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე გრძელდება. წელს, წვიმიანი ამინდების გამო დამსვენებლები ჯერ არ ჩანან, თუმცა, ადგილობრივები მათ არც მომავალში ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ წაღვერში ინფრასტრუქტურა არ ვითარდება, რაც პირდაპირპროპორციულად ისახება დამსვენებელთა რაოდენობაზე.

წაღვერის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაბაში არსებული პირობები კურორტის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. აქ არც გასართობი დაწესებულებებია და არც პარკები. ამავე დროს, დაბას სასმელი წყლის პრობლემაც აქვს. წვიმის დროს სათავე ნაგებობა ბინძურდება, რაც ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიებს იწვევს.

”წაღვერს დამსვენებელი ძირითადად ბაკურიანმა და ცემმა წაართვა. ხალხს კომფორტული დასვენება უნდა. მხოლოდ ბავშვების გამო თუ ჩამოვლენ, რადგან აქ კარგი ჰაერია. ახალგაზრდებისთვის გასართობი არაფერია, ერთადერთი პარკია, სადაც შეიძლება ხალხი გავიდეს, - ამბობს ადგილობრივი გელა თედიაშვილი და ამატებს, რომ დამსვენებლების მოსაზიდად დაბაში არაფერი კეთდება: არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს, ბოლო წლების განმავლობაში წაღვერში არაფერი გაკეთებულა. რაღაცით ხომ უნდა მოიზიდო დამსვენებელი. ტურისტებიც იშვიათად ჩამოდიან”.

ამ ეტაპზე წაღვერში თითქმის ყველა სასტუმრო ცარელია. მეპატრონეები ამბობენ, რომ დამსვენებლის მისაღებად მზად არიან. ქირავდება კერძო სახლებიც, სადაც ფასი 10-20 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე აღწევს.

”გააჩნია ვის რა პირობები აქვს და რას ითხოვს დამსვენებელი. წესით უკვე უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ჯერ არავინ ჩანს. ყოველწლიურად იკლებს დამსვენებელთა რაოდენობა, ხალხს ფული აღარ აქვს, ვისაც ფული აქვს წაღვერში აღარ ჩამოდის”, - ამბობს დაბა წაღვერის მკვიდრი ლილი არბოლიშვილი.

სასტუმრო ”ნატვრის ხეს” 15 ნომერი აქვს. ფასები აქ 18-დან 50 ლარამდე მერყეობს. სასტუმროს მეპატრონის, მარინა ხეცაძის თქმით, ამ ეტაპზე სასტუმროს ყველა ნომერი დაკავებული არაა: ”ამჟამად ერთი ჯგუფი და ორი ოჯახი მყავს, ჯგუფებისთვის ფასი 18 ლარიდან იწყება და ამ თანხაში გათვალისწინებულია სამჯერადი კვებაც, ხოლო ოჯახებისთვის 30-დან 50 ლარამდეა, რაც ოთახების მიხედვით იმატებს”.

ნინო ჩარგაზია ფოთიდანაა. ცხრა დღეა წაღვერში, შვილთან ერთად ისვენებს: „კერძო ბინაში ერთი ოთახი გვაქვს ნაქირავები, ნორმალური პირობებია. ორნი ვცხოვრობთ ოთახში და 13 დღეში 160 ლარი უნდა გადავიხადოთ”.

ადგილობრივები იმ პერიოდს იხსენებენ, როცა წაღვერში ბევრი დამსვენებელი იყო.

”შედარებაც არაა ძველ დროსთან, გადაჭედილი იყო ბინებიც და სასტუმროებიც”, - ამბობს წაღვერის მკვიდრი ხათუნა ბარამიძე.

დაბა წაღვერის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, გიორგი ღონღაძის თქმით, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში დაბა წაღვერისთვის 25 500 ლარია გამოყოფილი, რაც მთლიანად წაღვერის ცენტრალური პარკისა და სკვერის რეკონსტრუქციას უნდა მოხმარდეს.

„უნდა დავდგათ მაგიდა და სკამები, რომელსაც ორიგინალურ გადახურვას გავუკეთებთ. ასევე, დაგეგმილია განათებების გაკეთებაც. შეიღებება საქანელები და ძველი აუზი, რომელიც პარკშია, წყლით გაივსება”, - ამბობს წაღვერის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი ღონღაძე.

წაღვერი ზღვის დონიდან 1020-1130 მეტრის სამაღლეზე მდებარეობს. იგი ცნობილია სამკურნალო მინერალური წყლებით და წიწვნარის ჟანგბადით სავსე ჰაერით. აქაურები ამბობენ, რომ ჰაერის განიავება აქ სხვანაირად ხდება, ამიტომაც არის, რომ წაღვერი საკურორტო ნორმებს აკმაყოფილებს.

”წაღვერი ძველი კურორტია, ადრე აქ თბილისის ელიტა ისვენებდა. ძალიან ბევრი სიყვარულის ისტორია ახსოვთ ძირძველ წაღვერის მცხოვრბლებს, - გვიყვება მარინა ხეცაძე და ამატებს, რომ მარიჯანის აგარაკი ამჟამად მიტოვებულია და არავინ პატრონობს: აქვე არის არჯევანიძის ტყე, რომელიც ცნობილმა მეტყევემ არჯევანიძემ გააშენა. ამ ადგილას ცნობილი ადამიანების აგარაკებია გაშენებული, თუმცა, არც მათი მეპატრონეები ჩამოდიან”.

მიტოვებული აგარაკები წაღვერში ხშირად შეგხვდებათ. წლების განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი სახლები ახლა უსახურად გამოიყურება. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დამსვენებელს არ აკმაყოფილებს და ცნობილმა კურორტმა დამსვენებელი დაკარგა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

დაბა წაღვერში დასუფთავების აქცია გაიმართა
წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ხვალ დამატებით ძალა ჩაერთვება
საგანგებო: წაღვერში კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
აბასთუმანი დამსვენებელს ელოდება
წაღვერში ხანძარს 4 ვერტმფრენით აქრობენ
წაღვერის მცხოვრებლები ხანძრის გაჩენის მიზეზებზე [Photo/Video]