FM97.5 / LIVE

ასპინძაში ბრუცელოზით 41 ადამიანი დაავადდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 25.06.2014
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბრუცელოზი ჯერ პირუტყვს და შემდეგ ადამიანებს მასობრივად ედება, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს;

ასპინძაში ბრუცელოზით 41 ადამიანი დაავადდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორაში მცხოვრები 49 წლის მამაკაცი, როგორც თვითონ ვარაუდობს, ბრუცელოზით მაშინ დაავადდა, როცა ძროხას მშობიარობაში შიშველი ხელებით, ხელთათმანის გარეშე მიეხმარა. დაავადება მის 27 წლის შვილსაც აღმოაჩნდა. ახლა იგი თბილისში საავადმყოფოში წევს, მამა კი სახლში მკურნალობს.

ასპინძაში ბრუცელოზით 41 ადამიანი დაავადდა „არაფერი მაწუხებს, მხოლოდ იმას ვფიქრობ, მკურნალობის თანხა საიდან ვიშოვო. 2 ძროხა ბრუცელოზით მომიკვდა, 2 დამრჩა და ალბათ იმას გავყიდი, მაგრამ ჩემს წამლებს და შვილის თბილისში მკურნალობას ის არ ეყოფა, - ამბობს იგი და ამატებს, რომ 1200 ლარით დაფინანსება შვილისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთხოვა, - მითხრეს, არ ვიცით დაგაფინანსებთ თუ არაო. არადა, თბილისში, საავადმყოფოში მკურნალობისთვის, 1200 ლარი მოგვთხოვეს“.

ბრუცელოზით დაავადდა სოფელ რუსთავში მცხოვრები ნოდარ შავაძის მეუღლეც: „მე უფრო ხშირად ვუვლი საქონელს, ვიდრე ჩემი მეუღლე, მაგრამ იმას შეხვდა, მე არა“.

შავაძეებს დაავადების გამო 14 მეწველი ძროხა მოუკვდათ. დარჩენილი 8–დან 2 ისევ დაავადებულია. ვალით ნაყიდი 18 სულიდან ჯერ არ იცის რომელიმე დაავადებულია თუ არა ამავე სოფელში მცხოვრებმა რევაზ ლომიძემ. ამიტომ იგი მთავრობას დახმარებას სთხოვს.

„მოვიდნენ, აიღონ ანალიზი და ჩვენც გაგვსინჯონ, იქნებ ჩვენც დაავადებული ვართ“, - აცხადებს იგი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან სოფელ რუსთავში ბრუცელოზზე 59 ადამიანი გასინჯეს და მათგან დაავადება 13-ს აღმოაჩნდა. სოფელ ოშორაში 65 ადამიანის მდგომარეობა გამოიკვლიეს, აქ 27 შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ იდუმალაში კი მხოლოდ 5 ადამიანი გასინჯეს და მათ შორის დაავადებული ერთი აღმოჩნდა.

ასპინძაში ბრუცელოზით 41 ადამიანი დაავადდა ასპინძის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის განმარტებით, მათ უმრავლესობას დაავადება ცხოველთან კონტაქტით, უფრო მეტად კი მშობიარობაში მიხმარების დროს გადაედო. ასევე დაავადება ვრცელდება არაპასტერიზებული რძის პროდუქტების მიღებითაც.

პაპაშვილის განცხადებით, ივლისში დაავადებთა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ასპინძაში კიდევ ერთხელ ჩამოვლენ და სავარაუდოდ ამ სოფლებში ყველა ადამიანს გამოიკვლევენ: „ვფიქრობ, ამის საჭიროება ნამდვილად დგას, რადგან დაავადება უკვე მასიური გახდა“.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

წინუბნის შემდეგ საქონელი ბრუცელოზით გურკელშიც დაავადდა
სამცხე-ჯავახეთში ბრუცელოზით 51 ადამიანი და 203 სული პირუტყვი დაავადდა
'ლუკმა გამოეცალა ხალხს ხელიდან' – წინუბანში ბრუცელოზით 28 ძროხა დაავადდა
ასპინძასა და ადიგენში ა ჰეპატიტი გავრცელდა
ახალციხეში, სოფელ წინუბანში ბრუცელოზი გავრცელდა
ადიგენსა და ასპინძაში ბოტკინი გავრცელდა
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზი მძვინვარებს