FM97.5 / LIVE

თურქეთის დელეგაცია რეგიონის ფერმერებსა და ბიზნესმენებს შეხვდა

მთავარიპოლიტიკა 24.06.2014
არდაჰანის გუბერნიის ხელმძღვანელობა და ბიზნესმენები სამცხე–ჯავახეთის ბიზნესმენებსა და ფერმერებს შეხვდნენ. ბიზნეს ფორუმზე მხარეებმა ის ერთობლივი საინვესტიციო და ბიზნეს პროექტები განიხილეს, რომელიც შესაძლოა მომავალში ორ ქვეყანას შორის განხორციელდეს.

თურქეთის დელეგაცია რეგიონის ფერმერებსა და ბიზნესმენებს შეხვდა

შეხვედრაზე, რომელიც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, არდაჰანისა და სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენლებმა რეგიონებს შორის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

„სამცხე–ჯავახეთი საქართველოში ალბათ ყველაზე ღარიბი მხარეა, ასევეა არტაანის მხარე. ჩვენ უნდა მოვნახოთ ერთობლივი გზები, რომელიც ამ მხარეების ეკონომიურ აღორძინებას შეუწყობს ხელს. ამიტომ ჩამოვიყვანეთ ბიზნესმენები სტამბულიდან, ბურსიდან და არტაანიდან“, – ამბობს არდაჰანის სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჩეთინ დემირჯი.

მისივე თქმით, მხარეთა ხელმძღვანელების პოზიცია მომავლის წარმატების გარანტია იქნება.

„ორივე მხარე მდიდარია რესურსებით. უნდა მივცეთ საშუალება ბიზნესმენებს შეძლონ და მონახონ საერთო ენა. ჩვენი, სამხარეო ადმინისტრაციის ვალდებულება არის მოვხსნათ ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერები, მივცეთ საშუალება მათ ითანამშრომლონ და ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა შეხევდრაზე არდაჰანის გუბერნატორმა აჰმეთ დენიზმა.

მისივე თქმით, ორივე რეგიონში ხელი უნდა შეეწყოს ველური ბუნების ტურიზმს, სამედიცინო და სპორტულ ტურიზმს: “აბრეშუმის გზად წოდებული ყარსი–ახალქალაქის რკინიგზაც მალე დასრულდება, რაც ხელს შეუწყობს ორივე რეგიონის ეკონომიკის განვითარებას, ასევე ქვეყნების ეკონომიკის განვითარებას“.

შეხვედრის შემდეგ დელეგაცია ბორჯომს ესტუმრა და მინერალური ქარხანა დაათვალიერეს.

თურქეთში, არდაჰანის გუბერნიაში ქართული დელეგაციაც გაემგზავრება. თუმცა, როდის, ჯერ ცნობილი არ არის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.10.2018 ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ

13.10.2018 ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ

12.10.2018 ‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]

12.10.2018 ‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს
სამცხე–ჯავახეთს  არდაჰანის გუბერნიის ხელმძღვანელობა და ბიზნესმენები ეწვევიან
სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა
სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა
სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ
სამცხე–ჯავახეთს  იაპონიის დელეგაცია ესტუმრა
სამცხე-ჯავახეთში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო