FM97.5 / LIVE

ახალციხის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გადაიდო

მთავარისამართალი 24.06.2014
რატომ გადაიდო ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესი ახალციხის რაიონულ სასამართლოში;

ახალციხის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი გადაიდო

დღეს, 24 ივნისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ბესიკ ბლიაძის სასამართლო სხდომაზე ხუთი მოწმე უნდა დაკითხულიყო. თუმცა, იმის გამო, რომ პროკურორი შეიცვალა და სხდომაზე მამუკა ქომოშვილის ნაცვლად, ოთარ სანდოძე გამოცხადდა, ბრალდების მხარემ სასამართლოს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა.

ოთარ სანდოძემ განაცხადა, რომ ამ საქმეში რომ უნდა ჩართულიყო რამდენიმე საათის წინ შეიტყო და მასალებს არ იცნობს: „გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად დრო არ მქონდა საქმის მასალებს გავცნობოდი გთხოვთ, რომ პროცესი გადავდოთ“.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მომდევნო პროცესი 7 ივლისს ჩაინიშნა.

ბესიკ ბლიაძის ადვოკატის ნუგზარ სამაჯიშვილის თქმით, ეს ის შემთხვევა იყო, როცა დაცვის მხარეს არ ჰქონდა კანონიერი საფუძველი გაეპროტესტებინა პროცესის გადადება. რადგან მათთვის ცნობილია, რომ პროკურორი მამუკა ქომოშვილი, რომელიც მანამდე იღებდა მონაწილეობას ამ საქმეში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე იმყოფება თბილისში.

„ბატონი ოთარ სანდოძე დღეს პირველად იყო ამ სასამართლოზე. ბრალდების მხარე ბუნებრივია უნდა იცნობდეს საქმის მასალებს. როგორც მან განაცხადა, სამი საათის წინ შეიტყო რომ დღევანდელ პროცესზე უნდა მოსულიყო, რა თქმა უნდა ამ დროში ვერ შეისწავლიდა საქმის მასალებს და სრულყოფილად ვერ განახორციელებდა ბრალდების მხარეს“, – განმარტავს ნუგზარ სამარჯიშვილი და ამატებს, რომ სხდომაზე არც ის მოწმეები გამოცხადებულან, ვინც დღეს უნდა დაეკითხათ.

სამარჯიშვილის თქმით, პროკურატურას ამ საქმის გაჭიანურების სურვილი რომ ჰქონდა ეს წინა პროცესებზე გამოიკვეთა.

„ხან მოწმეები არ მოიყვანეს, ხან ვერ გააფრთხილეს და ასე შემდეგ. დღევანდელ პროცესზე მოვიდა სხვა პროკურორი. ის, რომ დღესაც არ იყვნენ მოწმეები, რაღაც ეჭვის საფუძვლებს ბადებს“, – ამბობს სამარჯიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ბრალი 24 მარტს წაუყენეს. მას ბრალი სსკ-ის 341-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ სიყალბეს გულისხმობს. 25 მარტს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბლიაძეს გირაო 4,000 ლარი შეუფარდა. ამავე დღეს გამოიტანა გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

09.12.2019 ახალციხის 29 ქუჩას ორი დღე სასმელი წყალი არ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე პროკურორი მეოთხედ შეიცვალა
ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესზე ისევ ერთი მოწმე დაიკითხა
გამგებლის პროცესზე ის მოწმეები დაკითხეს, რომელთა ბრძანებების გაყალბებაშიც მას ადანაშაულებენ
ახალციხის სასამართლოში ახალციხის ყოფილი გამგებლის პროცესი მიმდინარეობს
რატომ არ გამოცხადდნენ ბრალდების მხარის მოწმეები ახალციხის გამგებლის სასამართლო პროცესზე
რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას
გამოძიების დასრულებამდე ახალციხის გამგებელი სამსახურში ვერ დაბრუნდება