FM97.5 / LIVE

კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” ახალციხის არასამთავრობო სექტორს შეხვდა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 24.07.2012
კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კამპანია ”ეს შენ გეხებას” მიზნებსა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს

კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” ახალციხის არასამთავრობო სექტორს შეხვდა

კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” რვა ორგანიზაციასა და ორ ექსპერტს აერთიანებს. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრის მიზანი იყო, კოალიციის წარმომადგენლებს საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ კამპანია ”ეს შენ გეხებას” მიზნებსა და სამოქმედო გეგმებზე.

შეხვედრას კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წამორმადგენლები ესწრებოდნენ. აქვე კოალიციის წამომადგენლებმა ახალციხეში საკუთარი კოორდინატორიც დაასახელეს.

შეხვედრაზე ყურადღება ე.წ. must carry-ისა და must offer-ის პრინციპების კანონმდებლობაში ასახვის საკითხებზე, კანონში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე გამახვილდა. აგრეთვე, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე საარჩევნო პერიოდში.

- ”ძალიან საინტერესო და აქტიური შეხვედრა იყო, კმაყოფილები ვართ და ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგიონებში ძალიან აქტიური მუშაობაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ იყოს მჭიდრო კონტაქტი თბილისისა და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის. მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ამ პრობლემატიკაზე მუშაობა, იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება გამოცოცხლებული იყოს არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც”, - ამბობს კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” წევრი, ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ირაკლი მელაშვილი.

შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მის გაჯანსაღების აუცილებლობაზეც ისაუბრეს. ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პოლიტიკური პარტიების პასიურობა დაასახელეს.

- ”რეგიონში პოლიტიკური სიტუაცია აბსოლიტურად მკვდარია, ოპოზიცია არ აქტიურობს და თავად ჟურნალისტებიც კი ამბობენ, რომ ფაქტიურად რეგიონში მოახლოვებული არჩევნები არ იგრძნობა. თუ წინასაარჩევნო პერიოდში არ შეიმჩვნევა ოპოზიციისა და საზოგადოების აქტიურობა, მითუმეტეს არ იქნება არჩევნების პერიოდში. რაც თავად ოპოზიციური გაერთიანებების სისუსტეა”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონში ინფორმაციის ნაკლებობაც იგრძნობა.

- ”საზოგადოება არ ფლობს ყველანაირ ინფორმაციას და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამავდროულად, არჩევნებთან დაკავშირებით მოსახლეობა ინდიფერენტულად არის განწყობილი და საარჩევნო პროცესში ჩართული არაა. გარდა ამისა, არ არიან ისეთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ, - განმარტავს კოალიცია ”არჩევანის თავისფულებისთვის” წევრი მურმან პატარაია და ამატებს, რომ სწორედ ეს არის მიზეზები, რამაც გამოწვია ის, რომ საზოგადოება საარჩევნო პროცესში აქტიურ მონაწილეობას არ იღებს: თუმცა გამოვყოფდი ჟურნალისტებს, რომლებიც საკმაოდ აქტიურად აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ზოგადად მოსახლეობის ჩართულობის დიდი პრობლემაა”.

მსაგვსი შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ჩატარდა. კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” სამომავლოდ სამცხე-ჯავახეთში სადამკვირვებლო მისიას და ტრენინგების ჩატარებასაც გეგმავს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

„არჩევანის თავისუფლებისთვის“ახალციხეში შეხვედრას გამართავს
პარტიების ახალგაზრდა აქტივისტები საარჩევნო საკითხებს გაეცნენ
მაჟორიტარები არასამთავრობოების კითხვებს პასუხობენ
პრეზიდენტი არასამთავრობოებსა და პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
# 37 ახალციხის საარჩევნო ოლქი [განახლებადი]
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო
სამცხე-ჯავახეთში წინასაარჩევნო პერიოდს მონიტორინგს საია გაუწევს