FM97.5 / LIVE

„ფარავნის ჰესის“ მშენებლობის გამო შესაძლოა ხერთვისი დაიტბოროს

მთავარიეკონომიკა 23.06.2014
მშენებარე „ფარავნის ჰესი“ და ხერთვისის დატბორვის საფრთხე; აშენდება თუ არა ჯებირები სოფელში მდინარე მტკვარზე; კვება, უნიფორმა და დაგვიანებული ხელფასები; რა შეიცვალა ობიექტზე მუშების პროტესტის შემდეგ და რა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები „ფარავნის ჰესზე“;

„ფარავნის ჰესის“ მშენებლობის გამო შესაძლოა ხერთვისი დაიტბოროს

რა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები

ფარავნის ჰესზე სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. 14 კილომეტრიანი გვირაბი უკვე გაყვანილია, მხოლოდ შესასვლელსა და გასასვლელში მოსაპირკეთებელი სამუშაოებია დარჩენილი. დასრულებულია იმ ნაგებობის მშენებლობაც, საიდანაც მდინარე ფარავანს მტკვარში გადააგდებენ.

„სათავეზე 200-300 კუბამეტრზე ბეტონის სამუშაოები დარჩა დასასრულებელი. წვიმიანი ამინდები გვიშლის ხელს. ტექნიკა, რომელიც ბეტონის ჩასასხმელადაა საჭირო, ფიზიკურად ადგილამდე ვერ მიდის, თიხიანი მიწაა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებთ“, - ამბობს „ფარავნის ჰესზე“ ერთ-ერთი მშენებელი კომპანიის „ნუროილ საქართველოს“ შესყიდვების მენეჯრი მამუკა ბექაური.

მისი თქმით, სამუშაოების ნაწილი დასრულებულია იმ ხიდზეც, რომლიც ახალციხე ახალქალაქის მთავარ დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. აქ ამ დროისთვის ტრანსპორტი შემოვლითი გზით გადაადგილდება.

უკვე დასრულდა სავენტილაციო სისტემაზე მუშაობაც. რამდენიმე დღეში დამთავრდება სხვადასხვა დანადგარების მონტაჟიც. ყველაფრის დასრულების შემდეგ კი დაიწყება დეკორაციული სამუშაოები.

„სავარაუდოდ აგვისტო-სექტემბერში პროექტი დამთავრდება, თუმცა, მანამდე ტესტირება ჩატარდება“, - აცხადებს დამკვეთი კომპანიის „ჯორჯიან ურბან-ენერჯის“ უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნერსე მაკაროვი.

დაიტბორება თუ არა ხერთვისი

სამშენებლო სამუშაოები სრულდება, თუმცა, ხერთვისში მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებაზე არავინ საუბრობს. არადა, მას შემდეგ, რაც მდინარე ფარავნის ნაწილს მტკვარში გადააგდებენ, სოფლის დატბორვის საფრთხე არსებობს.

„ფარავნის ჰესის“ მშენებლობის გამო შესაძლოა ხერთვისი დაიტბოროს „აქ წყალი პერიოდულად ისეც დიდდება და ნაპირებს ტბორავს, ამას რომ წყალი დაემატება, უარესი მოხდება. თუ ნაპირსამაგრი არ გააკეთეს, მთელ ხერთვისს დატბორავს. აქვეა საცხოვრებელი სახლები და სასაფლაოც, - ამბობს ხერთვისის მკვიდრი გელა ბერიკაშვილი და ამატებს - თუ ჯებირები არ გააკეთეს, ჰესს მუშაობის საშუალებას არ მივცემთ. ალბათ გააკეთებენ წყალი რომ დაიწევს“.

მიუხედავად ბერიკაშვილის იმედისა, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული კომპანიები აცხადებენ, რომ მათ პროექტში ნაპირსამაგრი სამუშაოს შესრულება არ უდევთ.

„ნაპირსამაგრი სამუშაოს გაკეთება „ნუროილს“ დაგეგმილი არ აქვს. ეს პროექტით გათვალისწინებული არ არის“, - ამბობს ბექაური.

გარდა „ნუროილისა“, „ფარავნის ჰესზე“ კიდევ ერთი მშენებელი კომპანია „ჰითითი“ მუშაობს, თუმცა, როგორც ნერსე მაკაროვი გვიხსნის, პროექტით ნაპირსამაგრი სამუშაოს შესრულება გათვალისწინებული არც მას აქვს: „ამას ალბათ „ჯორჯიან ურბან ენერჯი“ ჩაატარებს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. ეს მოლაპარაკების საკითხია და გადაწყვეტილება მიღებული სწორედ ამის შემდეგ უნდა იქნეს“.

მიუხედავად მაკაროვის განცხადებისა, ამ დრომდე ხერთვისში მცხოვრებლებს არცერთი კომპანიის წარმომადგენელი არ შეხვედრიათ.
„არ ვიცით რას აპირებენ და როგორ. ჩვენთან არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს. იმედია გააკეთებენ ჯებირებს, თორემ წყალი წაგვიღებს“, - ამბობს ხერთვისში მცხოვრები ზაირა ქავთარაძე.

„ფარავნის ჰესის“ მშენებლობის გამო შესაძლოა ხერთვისი დაიტბოროს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლის დათო ჭიპაშვილის თქმით, ის რომ ადგილობრივებთან ამ დრომდე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ შეხვედრა არ გაუმართავთ, იმაზე მეტყველებს, თუ როგორი ხარისხით იყო შესწავლილი პროექტი დაგეგმვის პროცესში: „თუ დარიალის შემთხვევაში არასწორად იყო შერჩეული საპროექტო არეალი და არ იყო გათვალისწინებული თუნდაც მეწყერის რისკები, ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული მდინარის გადაგდების შედეგად სოფლის დატბორვის საფრთხე“.

რეალურად არსებობს თუ არა ხერთვისის დატბორვის საშიშროება და იგეგმება თუ არა აქ ნაპირსამაგრი სამუშაოების გაკეთება, ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არც დამკვეთ ორგანიზაციაში „ჯორჯიან ურბან ენერჯიში“ აქვთ.

„ეს საკითხი შესწავლის სტადიაშია, მას სპეციალური ჰიდრო დიზაინის კომპანია სწავლობს. ობიექტის მშენებლობის დასრულებამდე პასუხი აუცილებლად გვექნება. ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულების საკითხიც სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება“, - აცხადებს „ჯორჯია ურბან ენერჯის“ ქართული მხარის დირექტორი ნოდარ კურტანიძე.

რა შეცვალა პროტესტმა

მიმდინარე წლის დასაწყისში მუშები „ფარავნის ჰესის“ მშენებელ კომპანიებს დაუპირისპირდნენ . აქ დასაქმებულები დაგვიანებულ ხელფასებს, ცუდ საკვებსა და უნიფორმის არარსებობას აპროტესტებდნენ.

„ლობიო და ხორცი მოაქვთ ერთად, საშინელი საჭმელია და ვერ ვჭამთ. ერთდჯერადი სუპები მოგვაქვს და იმას ვჭამთ, რომ მშივრები არ დავრჩეთ. ხელფასსაც ჩვენ ნაკლებს გვაძლევენ და თურქებს მეტს. აქ ხალხს ისე უჭირს თვეში 300 ლარზეც იმუშავებენ“, - ამბობს მუშა, ასპინძის მკვიდრი სოსო მაისურაძე.

საპროტესტო აქციების შემდეგ რომ არაფერი შეცვლილა, ამაზე ასპინძაში მცხოვრები გიორგი გვირჯიშვილიც საუბრობს: „ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო. პროექტი ისე სრულდება, რომ არაფერი შეცვლილა. ოთხი წელია თურქულ კომპანიებთან ვმუშაობ და სულ ასეა, ვითხოვთ, ვაპროტესტებთ, მაგრამ არაფერს აზრი არ აქვს“.

გვირჯიშვილს ეთანხმება ტოლოშში მცხოვრები ნოდარ მელიქიძე: „ორი თვის ხელფასს ველოდები და ჯერ არ ამიღია. სულ იგვიანებს ხელფასი დარიცხვას“.

„ნუროილსა“ და მის ქვეკონტრაქტორ ფირმა „ჯთა“-ში ხელმძღვანელები საპირისპიროს აცხადებენ.

„ყველა პრობლემა გადაიჭრა. ხელფასებიც აიღეს, უნიფორმაც აქვთ და აღარც საკვებზე აქვთ პრეტენზია“, - ამბობს „ჯთა“-ს დირექტორი გელა ხოზრევანიძე.

მას ეთანხმება მამუკა ბექაურიც: „ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს. იმის თქმა, რომ საკვები უვარგისია, არასწორია. ხელფასებიც გაცემულია, მაისისაც დაირიცხა უკვე“.

„ფარავნის ჰესის“ მშენებლობის გამო შესაძლოა ხერთვისი დაიტბოროს

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ნაპირსამაგრი მოეწყო, თუმცა, ხერთვისს დატბორვის საფრთხე მაინც ემუქრება
გაჟონა თუ არა წყალმა გვირაბში „ფარავნის ჰესზე“

ფარავნის ჰესის მშენებლობა შეჩერდა
ენერგეტიკის მინისტრი ”ფარავანის ჰესით” დაინტერესდა
ასპინძაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [Photo]
ფარავნის ჰესი