FM97.5 / LIVE

რედბულის ქუჩის კალათბურთში კვლავ ვახტანგ ქადარიამ გაიმარჯვა

მთავარისაზოგადოება 21.06.2014
Red Bull King of the Rock 2014 – ქუჩის კალათბურთი საქართველოში მესამედ ჩატარდა. 2013 წლის მსგავსად, გამარჯვება წელსაც ვახტანგ ქადარიამ მოიპოვა.

რედბულის ქუჩის კალათბურთში კვლავ ვახტანგ ქადარიამ გაიმარჯვა
ქუჩის კალათბურთის ცნობილი ჩემპიონატის Red Bull King of the Rock – ის შესარჩევი ტურები 7 ივნისს ბათუმში, 8 ივნისს ქუთაისში, 15 ივნისს თბილისში, საქართველოს ფინალი კი 21 ივნისს ახალციხეში ჩატარდა. ახალციხის ციხემ ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს უკვე მეორედ უმასპინძლა.

შეჯიბრში ერთმანეთს 64 მონაწილე შეხვდა. საბოლოოდ კი ფინალში ერთმანეთს შარშანდელი გამარჯვებული ვახტანგ ქადარია და მიხეილ ჭოჭუა დაუპირისპირდნენ. 2014 წლის გამარჯვებული ვახტანგ ქადარია გახდა.

„ძალიან რთული თამაში იყო, ფინალამდე ორი ოვერთაიმი ვითამაშე, ძალიან დაღლილი ვიყავი და არ მეგონა ფინალსაც თუ მოვიგებდი, მაგრამ ბოლომდე დავიხარჯე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უკვე მეორედ მოვიგე“, – ამბობს ვახტანგ ქადარია.

გამარჯვებული ტაივანში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. ქართველი ფინალისტი სამასანას კუნძულზე მსოფლიოს 25 ქვეყნის გამარჯვებულთან ერთად იბრძოლებს.

Red Bull King of the Rock, ერთი–ერთზე ქუჩის კალათბურთის (სთრითბოლი) ჩემპიონატი პირველად 2010 წელს გაიმართა.

ჩემპიონატის იდეის ავტორი NBA–ს ვარსკვლავი და „ბოსტონ სელტიქსის“ მოთამაშე რაჟან რონდოა. აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოში პირველად 2012 წელს ჩატარდა, სადაც გამარჯვება 21 წლის ვატო თევზაძემ მოიპოვა, 2013 წელს კი 23 წლის ვახტანგ ქადარიამ გაიმარჯვა. მან გასულ წელს მსოფლიო ფინალზე სამი რაუნდი მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხე ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს უმასპინძლებს
Red Bull-ის აქცია ახალციხეში
ვახტანგ ქადარია-წაგება და მოგება ძმები არ არიან, მოგება მოგებაა
Red Bull King of the Rock 2014 [Photo]


რაბათში კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები გაიმართა