FM97.5 / LIVE

შეცდა თუ არა ”ქართული ოცნება” მესხეთში კანდიდატების შერჩევისას

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 23.07.2012
”ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატები მესხეთში; ცნობადობა საზოგადოებაში და წინასწარი შეფასებები; ნაკლებ ორგანიზებული ”ოცნება” მესხეთში თუ სუსტი სამოქალაქო სექტორი და თავსმოხვეული კანდიდატები;

შეცდა თუ არა ”ქართული ოცნება” მესხეთში კანდიდატების შერჩევისას

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" საქართველოს 18 რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. მესხეთში მათი სია ასე გამოიყურება: ბორჯომი – გედევან ფოფხაძე, ახალციხე – გურამ კუტალაძე, ადიგენი – ბიძინა გუჯაბიძე, ასპინძა – თემურ მაისურაძე.

დასახელებული კანდიდატებიდან, გარდა ბორჯომისა, ადგილობრივი არცერთი არ არის. თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ თემურ მაისურაძე წარმოშობით ასპინძის მუნიციპალიტეტიდანაა და წინაპრები აქ ჰყავს დასაფლავებული.

ჯერ არცერთი მაჟორიტარობის კანდიდატი მუნიციპალიტეტში მოსახლეობას არ შეხვედრია. ”სამხრეთის კარიბჭე” დაინტერესდა, რამდენად იცნობს მოსახლეობა მათ და როგორია წინასწარი განწყობა.

ასპინძა - თემურ მაისურაძე


”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და პრობლემურ საკითხთა გადაწყვეტის სპეციალისტს თემურ მაისურაძეს, ასპინძის მუნიციპალიტეტში 15 გამოკითხულიდან არცერთი არ იცნობს.

”ტარიელ ლონდარიძეს ვიცნობ, ”ნაციონალებიდან” უნდა იყაროს კენჭი. მაისურაძე ვინაა არ ვიცი და ჯერ არც არაფერი გამიგია”, - ამბობს ასპინძელი გიორგი ცინაძე.

მუნიციპალიტეტში თემურ მაისურაძეს ცნობადობა რომ ნაკლები აქვს, ასპინძაში კოალიცია ”ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილიც საუბრობს: ”მას არასდროს გაუწყვეტია კავშირი თავის რაიონთან, მაგრამ ძირითადად მეცნიერული მოღვაწეობით იყო დაკავებული და ამდენად, უფრო მისი თაობა თუ იცნობს”.

ივანიშვილი მიიჩნევს, რომ იმას, მაჟორიტარი კანდიდატი ადგილობრივი იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს: ”სრულიად ახალი პოლიტიკური ძალა მოდის ახალი ხედვით. ეს ხედვა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სადაა ესა თუ ის პიროვნება დაბადებუული. მთავარი ისაა, რომ მან ხალხის სატკივარი მიიტანოს პარლამენტამდე და ამას კანდიდატი კი არა, ის სისტემა შექმნის, რომელიც ქვეყანაში იქნება”.


ადიგენი - ბიძინა გუჯაბიძე


ადიგენის მუნიციპალიტეტში გამოკითხული ექვსი რესპონდენტიდან პოლიტიკოსსა და ალპინისტს ბიძინა გუჯაბიძეს არცერთი იცნობს.

”არ ვიცი ვინაა, მაგრამ აქ ხმებს ვერ მიიღებს” , - აცხადებს არლის მკვიდრი ეთერ აფრიამაშვილი.

რადიკალურია განწყობა აფრიამაშვილის თანასოფლელებისაც.

”არ გვაინტერესებს ”ოცნება”! ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი!” - ამბობს ზურაბ თათეშვილი.

გოგი ქომოშვილი კი გვარწმუნებს, რომ გუჯაბიძეს ხმას არალში კი არა, მთელ რაიონში არავინ მისცემს: ”იმიტომ რომ ”ქართული ოცნების” კანდიდატია. ეგ კიდევ ქართული კი არა ”რუსული ოცნებაა”. ასეთი სოფელი ჯერ არ გვქონია, მერაბიშვილმა ასფალტი დაგვიგო და განათება გაგვიკეთა. ამიტომ ”ოცნების” კანდიდატი ჩვენი თანასოფლელიც რომ იყოს, მას აქ ხმას არავინ მისცემს”.

სტეფანე აფრიამაშვილი ამბობს, რომ თუ გუჯაბიძე სხვა პარტიის წარმომადგენელი იქნებოდა ადიგენის მუნიციპალიტეტში, შეიძლება, მხარი დაეჭირა მისთვის, მაგრამ რადგან ”ქართულ ოცნებას” წარმაოდგენს, მას ხმას არ მისცემს.

”გიკრძალავთ ამ სოფელში ”ოცნების” ხსენებას! - ნერვიულად მოვარდა ”სამხრეთის კარიბჭესთან” არლელი ელდარ აფრიამაშვილი - ჭიანჭველაც რომ დააყენონ ”ნაციონალებმა”, იმას მივცემთ ხმას. აქ ვანო მერაბიშვილს ვაფასებთ!”

ამავე სოფლის მკვიდრს ამირან თათეშვილს უკვირს, რა იმედით უნდა მივიდეს გუჯაბიძე ადიგენელებთან: ”აქ არავის უნახავს, არც არავინ იცნობს. დეპუტატობის კანდიდატი ადიგენში ჩვენი სოფლის შვილია და მას დავუჭერთ მხარს”.

არ უკვირს მოსახლეობის რადიკალური განწყობა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მატერიალურ-ტექნიკური საკითხების სპეციალისტს როლანდი ობოლაძეს: ”ნაციონალების” კანდიდატი ჩვენთან ზურაბ ჩილინგარაშვილია. აქ გამგებლადაც მუშობდა, ადგილობრივია და იცნობს ხალხი, ამიტომ უფრო მეტად უჭერენ მხარს”.

თავიანთი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატს არც ადიგენში კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრები იცნობენ.

”გააჩნია როგორი პიროვნებაა, შესაძლოა ისეთი საარჩევნო პროგრამა წარმოდგინოს, რომ მოეწონს ხალხს”, - ამბობს ადიგენში ”ქარტული ოცნების” წევრი შოთა ჩხიტუნიძე.

ახალციხე - გურამ კუტალაძე


ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხრა გამოკითხულიდან გურამ კუტალაძეს არცერთი იცნობს. ამიტომ მის შესახებ, აზრის საკითხავად, კუტალაძის ყოფილ კოლეგებს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მივაკითხეთ. კუტალაძის სახელი ამ მუნიციპალიტეტს სწორედ ახალციხის უნივერსიტეტით უკავშირდება. იგი აქ ასოცირებული პროფესორი იყო და ისტორიის სპეციალობის სტუდენტებთან ლექციებს კითხულობდა. ბოლოს კი, დაახლოებით 5 წლის წინ, სასწავლებლის დირექორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

თითქმის არცერთ ადმინისტრაციულ და არც აკადემიურ თანამდეობაზე მყოფმა თანამშრომლებმა კუტალაძის შესახებ ”სამხრეთის კარიბჭესთან” კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. პირად საუბრებში კი ”ცუდი რეპუტაციის მქონე პიროვნება” უწოდეს და ხამამაღლა, გაზეთის ფურცლებიდან ამის გაცხადებას მოერიდნენ.

კუტალაძე 2007 წლის 22 ივნისს სასწავლებლიდან გაათავისუფლეს (ბრძანება #1/104). შრომითი ხელშეკრულების შესახებ არსებული ბრძანების მიხედვით, იგი სამსახურდან არა ერთი მიზეზის გამო დაითხოვეს: თავად აცდენდა ლექციებს და მის ნაცვლად ლექციების ჩატარებას ფაკულტეტის მასწავლებლს ავალებდა; არ აღრიცხავდა სტუდნტთა დასწრებას ჟურნალში, მაშინ როცა მას, როგორც დირექტორის მოადგილეს სასწავლო სამეცნიერო დარგში, კონტროლი სასწავლო პროცესზე უშუალოდ ევალებოდა; წაიღო და სასწავლებლს უკან აღარ დაუბრუნა ბიბლიოთეკაში თითო ეგზემპლარად წარმოდგენილი, ორი ძვირადღირებული სახელმძღვანელო; ასევე, მიისაკუთრა სასწავლებლის კუთვნილი ქონება - მასზე, როგორც დირექტორის მოადგილზე გაცემული იყო ძვირადღირებული მობილური ტელეფონი.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თინა გელაშვილი კუტალაძის შეფასებისას კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს იშველიებს: ”რა საბრალონი არიან პატარა კაცები, მუდამ დარბაისლურ პოზაში რომ იხრაკებიან”. ამ პოზაში იხრაკებოდა კუტალაძე მუდამ. მას საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მაგრამ ვინც იცის ვინაა, ძალიან ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. მას სასწავლებლის რექტორობა სურდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ამის გამო დაეძაბა ურთიერთობა ჩემს წინამორბედთანაც. არამგონია მისი მხარდამჭერი უნივერსიტეტში ვინმე მოიძებნოს”.

კუტალაძის შესახებ კომენტარს, ისე როგორც მისი ყოფილი თანამშრომლები, არც კოალიცია ”ქართული ოცნების” ახალციხის ოფისში აკეთებენ.

ბორჯომი - გედევან ფოფხაძე


აბსოლიტურად განსხვავებულია ვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტში. აქ გამოკითხული 12 რესპონდენტიდან გედი ფოფხაძეს 12-ვე იცნობს და 12-ვე დადებითად აფასებს: ”ჭკვიანი და პატიოსანი კაცია”.

ფოფხაძე ინტელექტუალური სატელევიზიო გადაცემის ”რა? სად?როდის?” მონაწილეა. ასევე იგი სხვადასხვა დროს იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შემდგომ თავმჯდომარე, ასევე მუნიციპალიტეტის გამგებელი.

”გედი გამოკვეთილი პოლიტიკური ძალაა, ბორჯომის ოპოზიციას დღეს ასეთი გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, მას აქვს რეალური შანსი მიაღწიოს შედეგს და ამ შედეგს ოქტობრისთვის ველოდებით”, - აცხადებს ბორჯომში კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი ბესო ფოფხაძე.

ექსპერტები, შეფასებები


პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ არ იქნებოდა ურიგო მესხეთში ადგილობრივი კადრები შერჩეულიყო. შექმნილ მდგომარეობას იგი ამ კუთხეში ადამიანებზე ხელისუფლების მხრიდან მუდმივი წნეხით ხსნის და ამბობს, რომ ამ ყველაფერს თან დროის დეფიციტი და არასაკმარისი ორგანიზებაც დაერთო: ”მაგრამ, დაუშვებელია რაიონში დააყენო კანდიდატი, რომელსაც არამხოლოდ არ იცნობენ, არამედ თუ ვინმე იცნობს, ძალიან ცუდად ახასიათებს”.

არეშიძე ახალციხეში შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს. ”ოცნების” კანდიდატს არც თავად იცნობს და აცხადებს, რომ კუტალაძის შემთხვევაში შეცდომაშია შეყვანილი არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ის საშუალო რგოლებიც, რომლებიც ამ საქმეს აგვარებენ.

”ყველაზე უკეთ ვიცნობ ადიგენის მდგოამრეობას და ვიცი აქ რა ძლიერი წნეხის ქვეშ არის მოსახლოება. პრემიერი და წარსულში შინაგან საქმეთა მინსიტრი ვანო მერაბიშვილი ამ კუთხეს მისი პრესტიჟის საქმედ მიიჩნევს და ცდილობს, რომ აქ ყველაფერი მისი ნების მიხედვით იყოს, - აცხადებს არეშიძე და ამატებს, რომ მიუხედავად ადიგენში შექმნილი ვითრებისა, აქ მაინც მოიძებნებოდა ადგილობრივი კადრი, რომელიც შეიძლებოდა დეპუტატობის კანდიდატი ყოფილიყო - ეს შესაძლებელი იქნებოდა, აქ რომ პრაიმერი და საორგანიზაციო მუშაობა ჩატარებულიყო”.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მესხეთში დასახელებულ არცერთ კანდიდატს არ იცნობს: ”ყველას მოსაწონი კანდიდატი არ შეიძლება მოიძებნოს. შესაძლოა უკეთესიც იყოს იმ ადამიანის წარდგენა, რომელსაც ნაკლებად იცნობენ და შესაბამისად ნაკლები ინდივიდუალური საწინააღდეგო აქვთ მასთან”.

მისივე თქმით, თავს მოხვევა კანდიდატების ზოგადად ხდება იქ, სადაც სუსტია სამოქალაქო სექტორი: ”ასე რომ, თუ რომელიმე პოილიტიკური ძალის ქმედებაში რაიმე არ მოგწონს, მაშინ სამოქალაქო სექტორმა საკუთარი პასუხისმგებლობის წილი თავის თავზე უნდა აიღოს”.

ფსიქოლოგი გულიკო ბექაური მიიჩნევს, რომ ადამიანებში კანდიდატების მიმართ განწყობისას, ზოგადად პოლიტიკური განწყობა მოქმედებს და პიროვნებებს მნიშვნელობა არ აქვს.

როგორ შეიცვლება საზოგადოების პოლიტიკური განწყობა და დამოკიდებულება მესხეთში მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ, შემოდგომით ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგები გვიჩვენებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დაუგეგმავი გახსნა
გურამ კუტალაძე: ”თქვენნაირი მაიმუნებისგან ვიქნები უარყოფილი?!”
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
ბორჯომი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე
რას ჰპირდებიან ამომრჩევლებს „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატები მესხეთში
‘როგორც მოგვხედავს, ისე დავაფასებთ’– ადიგენის მცხოვრებლები 'ქართული ოცნების' კანდიდატზე
დეპუტატობის ‘უჩინარი’ კანდიდატები აბასთუმანში