FM97.5 / LIVE

საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 19.06.2014
მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები საჯარო სკოლებში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც სკოლის დირექტორები ამბობენ გამოცდები საშუალო სირთულის იყო.

საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები 16 ივნისს დაიწყო. მოსწავლეებმა გამოცდა 4 საგანში ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში ჩააბარეს.

ახალციხის საჯარო სკოლების დირექტორების თქმით, გამოცდები საშუალო სირთულის იყო.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში 101 მე–11 კლასელიდან გამოსაშვები გამოცდები ხუთმა ვერ ჩააბარა. ამათგან ერთი სამ საგანში, ხოლო ოთხი ორ საგანში ჩაიჭრა.

33 მე–11 კლასელიდან მხოლოდ ერთი ბავშვი ჩაიჭრა მეორე საჯარო სკოლაში. მან ბარიერი ფიზიკის გამოცდაში ვერ გადალახა.
ხუთ მოსწავლეს გაუჭირდა ბიოლოგიის და ფიზიკის გამოცდის ჩაბარება მესამე საჯარო სკოლაში. 30–მა მე–11 კლასელმა გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

პირველ საჯარო სკოლაში გამოცდაზე 95 მე–11 კლასელი გავიდა, აქედან გამოცდა 6–მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა. ქიმიის გამოცდის ჩაბარება ვერცერთმა ვერ შეძლო. რამდენიმე მოსწავლე კი ფიზიკისა და ბიოლოგიის გამოცდაშიც ჩაიჭრა.

„მე–11 კლასის გამოცდები დაახლოებით ისეთივე სირთულის იყო როგორც მე–12 კლასელების, თუმცა წინა გამოცდებისგან განსხვავებით რამდენიმე მაღალი ქულა დაიწერა“,–ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

თითოეული საგნის ტესტური დავალებების ბაზა შედგებოდა მარტივი, საშუალო სირთულისა და რთული დავალებების ბლოკებისგან.
მოსწავლე, რომელიც რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, აღნიშნულ გამოცდას მომდევნო წელს, მე-12 კლასის დასრულებისას, დანარჩენ 4 გამოცდასთან ერთად ჩააბარებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

31.03.2020 ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
16 ივნისს მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები იწყება
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს
უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში
ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა