FM97.5 / LIVE

გარემოს დაცვის სამინისტრომ ბორჯომში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების მონიტორინგი განახორციელა

მთავარისაზოგადოება 19.06.2014
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების მონიტორინგი განახორციელა.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ბორჯომში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების მონიტორინგი განახორციელა
მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე კომპლექსურ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიება 2013 წელს დაიწყო და შედეგად დაჭერილი და განადგურებული იქნა 3 მილიონი მავნე მწერი. მიმდინარე წლის აპრილში ღონისძიებები კვლავ გაგრძელდა და სამცხე-ჯავახეთის მთელ რეგიონში წიწვოვან კორომებში განთავსდა ფერომონიანი მწერსაჭერები, რომელთა მონიტორინგი, ყოველ ათ დღეში ერთხელ ხორციელდება. პირველი მონიტორინგის შედეგებით, დაჭერილი და განადგურებულია 1 მილიონი მავნე მწერი.
ღონისძიების განხორციელების შედეგად შეჩერდება წიწვოვანი კორომების ხმობის ინტენსივობა და შენარჩუნებული იქნება უნიკალური წიწვოვანი ტყის მასივები.

სამცხე-ჯავახეთში წიწვოვანი კორომების მასობრივი ხმობა 2011 წელს გამოვლინდა. სატყეო პათოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა ძირითადი ზიანის მომტანი მავნებელი მწერი-მბეჭდავი ქერქიჭამია. სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმა ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები. მათ შორის: ფერომონების (მწერსაჭერების განთავსება), მონიტორინგი და სანიტარული ჭრების განხორციელება.
გარემოს დაცვის სამინისტრომ ბორჯომში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების მონიტორინგი განახორციელა

[Sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ეროვნული სატყეო სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში მავნებლის ინტენსივობა შემცირებულია
ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
წაღვერის მიმდებარედ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთში 800 000–მდე მბეჭდავი ქერქიჭამია გაანადგურეს
სამცხე–ჯავახეთის ტყეებში 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს
ბორჯომის ტყიდან ქერქიჭამიასგან დაზიანებული ხეები გამოაქვთ
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები იწყება