FM97.5 / LIVE

„ვალე“-ს საბაჟოზე ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მთავარისამართალი 18.06.2014
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გამშვებ პუნქტ „ვალე“-ს თანამშრომლებმა ვარშავის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1953 წელს დაბადებული იბრაჰიმ აკაია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას „ვალე“-ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

„ვალე“-ს საბაჟოზე ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

იბრაჰიმ აკაია პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლით 2008 წლის 9 აპრილიდან იძებნებოდა. მას ბრალად ედება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 91-1 მუხლით და 1997 წლის ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო აქტის 43.1 და მე-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.

1999 წლის ოქტომბერში იბრაჰიმ აკაიამ თურქეთის ტერიტორიაზე, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, ბაზარზე გაიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკი – რამდენიმე კგ ჰეროინი. შემდგომ მან აიძულა სხვა პირი, რომ აღნიშნული ნარკოტიკი წაეღო ჰოლანდიაში. ამ უკანასკნელმა ნარკოტიკები სლოვაკეთიდან ჰოლანდიაში გერმანიის გავლით სპეციალურად ადაპტირებული ავტომანქანით წაიღო.

1999 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან 24 დეკემბრამდე იბრაჰიმ აკაიამ სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად კრაკოვში, ვალცში, აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე, ბაზარზე გაიტანა 20 კგ ჰეროინი. მან უზრუნველყო ნარკოტიკების თურქეთიდან ბულგარეთში ტრანსპორტირება სხვა პირთა მეშვეობით.

ჩადენილი ქმედებისთვის იბრაჰიმ აკაიას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და 6 თვის ვადით. ამჟამად დაკავებული გადაყვანილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

შსს–მ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
კარწახის საბაჟოზე ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს [ვიდეო]
ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი პირი დააკავეს
თბილისის ინტერპოლმა ანკარის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
ახალქალაქში ინტერპოლის მიერ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო