FM97.5 / LIVE

”ქრისტიან-დემოკრატებმა” სამცხე-ჯავახეთი მოინახულეს

მთავარიპოლიტიკა 22.07.2012
”ქრისტიან-დემოკრატები” ითხოვენ ფულადი კომპენსაციები სამცხე-ჯავახეთის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვისაც გაიცეს.

”ქრისტიან-დემოკრატებმა” სამცხე-ჯავახეთი მოინახულეს

- ”უნდა დაისვას კომპენსაციების და იმ ოჯახების საბანკო კრედიტების რესტრუქტურიზაციისა და მომსახურების პროცენტის ანაზღაურების საკითხი, რომელთაც სასოფლო დანიშნულების კრედიტები ჰქონდათ და ამ სეტყვის შედეგად დაზარალდნენ”, - განაცხადა “ქრისტიან დემოკრატიული” მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ქალაქ ვალეს მოსახლეობასთან შეხვედრისას.

“ქრისტიან დემოკრატიული” მოძრაობის ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და ლევან ვეფხვაძემ დღეს, დღის პირველ ნახევარში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი იდუმალა, დღის ბოლოს კი ქალაქი და სოფელი ვალე მოინახულეს.

ადგილობრივებთან შეხვედრისას მათ განაცხადეს, რომ სამშაბათს, საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, სამცხე-ჯავახეთში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემას მოითხოვენ.

- ”კახეთის რაიონებში სტიქიით მიეყენებული ზარალი უფრო დიდია ვიდრე სამცხე-ჯავახეთში, მაგრამ თვისობრივად აქ მცხოვრები ოჯახების მდგომარეობა არ ჩამოუვარდება სიმძიმით გურჯაანის და თელავის რაიონების მცხოვრებთა მდგომარეობას”, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე, რომელიც 24 ივლისს, პრეზიდენტის ინიციატივით იმართება, ბიუჯეტში შევა ცვლილებები, რომლის მთავარი მიზანია დაზიანებული სოფლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და დაზარალებული ოჯახების ზარალის ანაზღაურება. საუბარია ფულადი კომპენსაციების გადაცემაზე მათთვის, ვისაც სახნავ-სათესი ფართობები დაუზიანდა. თუმცა, ეს არ ეხება სამცხე-ჯავახეთს.

- ”ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის უსამართლო მიდგომა, კახეთი იმსახურებს იმას, რომ გაიცეს ფულადი კომპენსაციები, მაგრამ აბსოლუტურად იგივე მდგომარეობაში იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებლებიც”, - აცხადებს თარგამაძე.

19 ივლისს მოსულმა სეტყვამ სოფელი იდუმალა და ქალაქი ვალე განსაკუთრებით დააზარალა. დაიმტვრა სახლების სახურავები, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სოფელ იდუმალაში რამდენიმე ოჯახს დაეხოცა ფუტკარი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

"ქრისტიან-დემოკრატები" სამცხე-ჯავახეთს სტუმრობენ
სამცხე-ჯავახეთში ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევა დაიწყო
”ქრისტიან-დემოკრატები” სამცხე-ჯავახეთში  პარტიისთვის იბრძოლებენ
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
სტიქია - პირველადი მონაცემები
ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან