FM97.5 / LIVE

N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.06.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ორი საარჩევნო უბანია გახსნილი. ერთ–ერთ უბანზე ამ დროისთვის ორი შენიშვნა და ერთი საჩივარი დაიწერა.

N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა

აწყურის 35–ე საარჩევნო უბანზე პირველი შენიშვნა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა ქეთევან ჭულუხაძემ დაწერა. როგორც ჭულუხაძემ დააფიქსირა, ამ უბანზე ერთიან სიაში 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მიღებული ბიულეტენების რაოდენობა 800–ია. რაც ნიშნავს, რომ 61 ბიულეტენით ნაკლები აქვთ მიღებული.

მასვე ეკუთვნის ამ უბანზე დაწერილი მეორე შენიშვნაც, რომელიც გადასატან ყუთთან დაკავშირებით დაიწერა.

ქეთევან ჭულუხაძე ამბობს, რომ წილისყრა 07:20 საათზე ჩატარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა ორი ადამიანი, რომელიც გადასატან ყუთს უნდა გაჰყოლოდა: "ამათგან ერთ–ერთი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი იყო. მან გაყოლაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვიტა გადასატან ყუთს ერთი ადამიანი გაჰყოლოდა, რაზეც მას შენიშვნა მივეცი. შემდეგ კი კომისიის თავმჯდომარემ თვითნებურად შეარჩია მეორე პირი, რომელიც ყუთს გაჰყვებოდა. მე მოვითხოვე წილისყრის ჩატარება ხელახლა, რაც თავმჯდომარემ გაითვალისწინა".

იგივე ფაქტზე დაიწერა საჩივარიც, რომელიც "სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელმა დაწერა.

35–ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ანზორ ბარძიმაძე ინფორმაციას, რომ თითქოს აპირებდა ერთი კაცი გაეყოლებინა გადასატანი ყუთისთვის, სიცრუეს უწოდებს. როგორც ბარძიმაძე ამბობს, მას შემდეგ რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა უარი განაცხადა გაყოლაზე, მას უფლება ჰქონდა მის ნაცვლად ვინმე გაეგზავნა.

ამავე უბანზე ხმის მისაცემად მისულმა მარგარიტა ჩუტკერაშვილმა აღმოაჩინა, რომ მისი მონაცემები ერთიან სიაშიც იყო და გადასატანი ყუთის სიაშიც. თუმცა, ორივე სიაში სხვადასხვანაირად იყო დაფიქსირებული.

35–ე უბანზე ერთიან სიაში 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული, სპეც სიაში 10, გადასატანი ყუთის სიაში კი 26 ამომრჩეველი. 15:00 საათის მონაცემებით აქ არჩევანი 264–მა ადამიანმა გააკეთა.

რაც შეეხება აწყურის კიდევ ერთ უბანს, მე–14 საარჩევნო უბანზე ერთიან სიაში რეგისტრირებულია 1118 ამომრჩეველი, გადასატანი ყუთის სიაში კი 34. 15:00 საათის მონაცემებით ხმა 495 ამომრჩეველმა მისცა. აქ შენიშვნა ან საჩივარი არ დაფიქსირებულა.

[sknews.ge]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

მე–12 აგარის უბანზე 1 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
N16 კლდის უბანზე მარკირებას მარცხენა ხელზე უკეთებდნენ
N1ადიგენის საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთს "ოცნების" და "ნაციონალების" წევრები გაყვებიან
ბორჯომში, 25–ე უბანზე, ორი საჩივარი დაიწერა
მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
ახალციხის N5 საარჩევნო უბანზე 10-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო