FM97.5 / LIVE

ისტორია სცენაზე

მთავარი 15.05.2012
26 აპრილს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 45-ე სეზონი გაიხსნა. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მესხეთის თეატრმა მაყურებელს “ქეთევანი” წარმოუდგინა

26 აპრილს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 45-ე სეზონი გაიხსნა. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მესხეთის თეატრმა მაყურებელს “ქეთევანი” წარმოუდგინა

ოთარ ჩხეიძის პიესა სცენაზე მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ლია სულუაშვილმა დადგა. სპექტაკლზე 18 მსახიობი იყო დაკავებული და დასი პრემიერისთვის თვენახევარი მუშაობდა.
“მესხეთის თეატრს ძირითადად ახალგაზრდა მაყურებელი ჰყავს. მინდოდა, რომ ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ გადაევლო თვალი საქართველოს ტანჯული ისტორიისთვის. ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ მკერდზე მჯიღის ცემა არაა. ამის შესხენება კი ჩვენაირ პატარა ერს ყოველთვის სჭირდება”, - ამბობს სულუაშვილი.

მთავარი როლის, ქეთევანის შემსრულებელი ლიაკო გოგიძე ფიქრობს, რომ სპექკლტები, რომლებიც სამშობლოს სიყვარულსა და რელიგიურ თემებზეა, ხშირად უნდა იდგმებოდეს: “ჩემი თაობის ახალგაზრდებში სამშობლოს სიყვარული შემორჩენილი არაა, ბევრი ეკლესიასაც მოშორდა. ვფიქრობ მიზანი მიღწეულად ჩაითვლება, თუ ამ წარმოდგენის შემდეგ ახალგაზრდები ამის შესახებ დაფიქრდებიან მაინც”.
თემიდან გამომდინარე მეტად საპასუხისმგებლო და საინტერესო იყო მუშაობა სცენოგრაფისთვისაც.
“რელიგიური თემები არც თუ ისე ხშირად იდგმება. რთული არა მაგრამ სააზროვნო პისა იყო”, - გვითრა სცენოგრაფმა ლელა ფერაძემ.
“ქეთევანის” დასადგმელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარი დაიხარჯა. სულუაშვილის განმარტებით ეს თანხა, კომუნალური ხარჯებისა და მსახიობთა ჰონორარებისთვის გაიწერა.

სეზონის მეორე პრემიერას მესხეთის თეატრის მაყურებელი ივნისში ნახავს. თამარ ფხაკაძის პიესას “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” რეჟისორი ვანო ხუციშვილი დადგამს. მიმდინარე წელს მესხეთის თეატრში გეგმით გათვალისწინებული ექვსი წარმოდგენა დაიდგმება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება
მეოთხე პრემიერა მესხეთის თეატრში
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის თეატრში ხვალ სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრში სეზონი იხურება
მესხეთის სახელმწიფო თეატრში სეზონი გაიხსნა