FM97.5 / LIVE

დღეს საქართველოში მერებს, გამგებლებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ

მთავარიარჩევნები 15.06.2014
დღეს, 15 ივნისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ეს მეხუთე თვითმმართველობის არჩევნებია.

დღეს საქართველოში მერებს, გამგებლებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ
დღეს საქართველოს 12 თვითმმართველ ქალაქში მერს აირჩევენ, პირდაპირი წესით აირჩევენ მუნიციპალიტეტების გამგებლებს და საკრებულოს წევრებს.

მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ: თბილისში, რუსთავში, თელავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.

თბილისში მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, რუსთავში – 9, თელავში – 7, მცხეთაში – 7, გორში – 7, ახალციხეში – 4, ქუთაისში – 7, ამბროლაური – 2, ოზურგეთი – 8, ზუგდიდში – 4 ფოთში – 4 და ბათუმში – 11.

ახალციხის მერობის კანდიდატები არიან:
ზაზა ნათენაძე – „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“;
გელა დემეტრაძე – ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“;
გოჩა ათოშვილი – „სალომე ზურაბიშვილი –საქართველოს გზიდან“
გიორგი კოპაძე – ბლოკ „ქართული ოცნებიდან“.

გარდა ახალციხის მერისა, ახალციხის ოლქში ამომრჩევლები აირჩევენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს. გამგებელს ასევე აირჩევენ: ადიგენში, ასპინძაში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში. ჯამში, გამგებლებს აირჩევენ საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში.

ასევე აირჩევენ საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებს, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.

ამ არჩევნებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საარჩევნო სუბიექტია (პარტია/ბლოკი)რეგისტრირებული.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3,429,748 ამომრჩეველი. სამცხე–ჯავახეთში – 118,606 ამომრჩეველია: ბორჯომში – 26,681; ახალციხე – 34,467; ადიგენი –15,426; ასპინძა – 9,710; ახალქალაქი – 38.016; ნინოწმინდა – 20,960.

საქართველოს მასშტაბით, გახსნილია 3,637 საარჩევნო უბანი.აქედან, სამცხე–ჯავახეთში – 212. ბორჯომში – 30, ახალციხეში –35; ადიგენში – 18; ასპინძაში – 23; ახალქალაქში – 70 და ნინოწმინდაში – 36.

დღევანდელ არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 45 300 წარმომადგენელი, 16 000-ზე მეტი ადგილობრივი და 560 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო პროცესს 1 500-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი გააშუქებს.

[SKnews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს 11 ქალაქში პირდაპირი წესით მერს პირველად აირჩევენ
ხვალ 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2086 წევრს აირჩევენ
ვინ იბრძვის მერობისა და გამგებლობისთვის ახალციხეში
წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო
ახალციხის N6 და N7 უბნების შედეგები ცნობილია
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია
ახალციხის მესამე საარჩევნო უბანი 'ოცნებამ' მოიგო