FM97.5 / LIVE

საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება

მთავარისაზოგადოება » განათლება 13.06.2014
ახალი სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ერთობლივ პრეზენტაციაზე დღეს, 13 ივნისს ისაუბრეს.

საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება
წლების განმავლობაში სკოლების უმეტესობა დამოკიდებული იყო მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე და არ იყო ჩართული იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. არ არსებობდა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადექვატური მექანიზმი. სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით, იყო ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა.

სწორედ ამიტომ, 2014-2015 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის პილოტირების პროცესს იწყებს.

პროექტი ფარგლებში: სკოლის ექიმი მოსწავლეებს დროულ პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს; დაგეგმავს და განახორციელებს ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებებს; განახორციელებს ადექვატურ რეფერალს; ხელს შეუწყობს ქრონიკული დაავადებებისა და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენციას; გაავრცელებს ინფორმაციას იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადებების პრევენციული მექანიზმების შესახებ; სკოლის დირექციასა და დამრიგებლებს მისცემს რეკომენდაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; სკოლები აქტიურად ჩაერთვებიან იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში; მოხდება ჯანმრთელობისა და ჰიგიენის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის და ცოდნის ამაღლება. სკოლის სამედიცინო კაბინეტი აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებით და სხვა საჭირო რესურსებით.

აღნიშნულ პროექტზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა მთელი წლის განმავლობაში ერთობლივლად იმუშავეს. შედეგად, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ექიმებად დასაქმდებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული პირები, რომლებიც ფლობენ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში - საოჯახო მედიცინა/პედიატრია. ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს და გადაამზადებს სკოლის ექიმებს და განახორციელებს მათი საქმიანობის მონიტორინგს. განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს საპილოტე სკოლების შერჩევას, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგებას.

[sknews.ge]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა გრძელდება
შესაძლოა სკოლებში ექთნის შტატი აღდგეს
ჯანდაცვის სამინისტრო ახალციხის სასწრაფოს ახალ მანქანას გადასცემს
‘ახალი სკოლის მოდელში’ ჩართული სკოლების დირექტორებს მინისტრი შეხვდა
განათლების სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს
რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარებების კონტროლს სახელმწიფო უზრუნველყოფს
საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა