FM97.5 / LIVE

ახალციხეში პარტიების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს განიხილავენ

მთავარიარჩევნები 12.06.2014
ხვალ, 13 ივნისს, 14:00 საათზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი გამართავს პრეზენტაცია–დისკუსიას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე.

ახალციხეში პარტიების სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს განიხილავენ

დისკუსიის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობენ „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „არასაპარლამენტო ოპოზიციისა“ (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) და „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ საარჩევნო პროგრამებს განათლების, დასაქმების, მაკროეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალური და ჯანდაცვის სფეროებში.

ხვალვე დაგეგმილია ვებ–გვერდის www.econpolicyfact.ge პრეზენტაცია. ვებ–გვერდი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული გთავაზობთ პარტიების სოციალურ და ეკონომიკურ პლატფორმებს ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე;
ვებ-გვერდი ამომრჩეველს საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს პოლიტიკური პარტიების პროგრამების ცვლილებას ბოლო სამი არჩევნების განმავლობაში.

დისკუსია გაიმართება პროექტის „ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გაძლიერება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნოსოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შეფასების პროცესში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, საქართველოში აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე


პოლიტიკური პარტიების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ახალციხეში
ახალციხის არასამთავრობოებს აშშ–ს საგრანტო კონკურსს გააცნობენ
კვირის აქცენტი: პოლიტიკური პარტიების პროგრამები [Video]
'სამართლიანმა არჩევნებმა' მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
პრეზიდენტი არასამთავრობოებსა და პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
ქალი პოლიტიკოსებისა და სტუდენტების დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში