FM97.5 / LIVE

ვინ აკეთებს გზას და სანიაღვრეებს სოფელ კლდეში?

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 11.06.2014
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ვინ წმენდს გზას სოფელ კლდეში და რაში ადანაშაულებენ „ოცნების“ გამგებლობის კანდიდატს ახალციხის მუნიციპალიტეტში;

ვინ აკეთებს გზას და სანიაღვრეებს სოფელ კლდეში?
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში ტრაქტორი, რომელმაც გზის გადაწმენდა და სანიაღვრე არხის გაჭრა დაიწყო, გუშინ, 10 ივნისს გამოჩნდა, გზიდან ტალახი გადახვეტა და სამუშაოები დღეს დილითაც გააგრძელა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გუშინ და დღეს დილითაც გზის გაწმენდასა და გაკეთებას „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე დაჰპირდათ.

„აქ იყვნენ „ოცნებიდან“ მოსულები, გვითხრეს გვერდში დაგვიდექით და გზას გაგიკეთებთო და გუშინ ტრაქტორიც გამოგზავნეს“, - გვითხრა ერთ–ერთმა ადგილობრივმა.

ადგილობროვები ამბობენ, რომ გზის გაკეთებას დღეს დილით, პირუტყვის მინდორში გარეკვამდე სოფლის ცნეტრში შეკრებილ ადგილობრივებს ზაზა მელიქიძე კიდევ ერთხელ დაჰპირდა.

„ნახირი რომ უნდა გაგვერეკა, მაშინ მოვიდა მელიქიძე და გვითხრა, გზასაც გაგიკეთებთ და წყალსაცო, გზას ალბათ ეგ გვიკეთებს“, - ამბობს კლდეში მცხოვრები თამარ ტაბატაძე.

ვინ აკეთებს გზას და სანიაღვრეებს სოფელ კლდეში? ტექნიკა კლდეში ამ წუთებშიც მუშაობს. ის ადგილობრივები, რომლებიც მას სამუშაოების შესრულებაში ეხმარებიან, იმის შესახებ ვინ აკეთებს გზას, სხვა ინფორმაციას გვაწვდიან.

„სოფელი აკეთებს ამ გზას თვითონ“, - გვითხრა ბორის აჩელაშვილმა.

ტრაქტორის მძღოლმა ივერი ბარძიმაძემ კი განაცხადა, რომ იგი კლდეში გზის გასაწმენდად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ჟუჟუნაძემ გაგზავნა.

„ზედა უბანში ტრაქტორი სოფლის რწმუნებულის თხოვნით ნამდვილად მე გავგზავნე. დიზელის საწვავი ჩავუსხით და კეთილმოწყობის ტრაქტორი მივეცით“, - ამბობს ჟუჟუნაძე.

კითხვაზე, კონკრეტულად რა იყო ზედა უბანში გასაკეთებელი, ამბობს, რომ ზუსტად ვერ იხსენებს.

„სამხრეთის კარიბჭე“ კლდის რწმუნებულს დავით ლაცაბიძეს ვერ დაუკავშირდა. მისი ტელეფონი მიუწვდომელია.

„ეს არის წინასაარჩევნო აგიტაცია. კლდეში გზის გაკეთება არცერთი პროგრამით გათვალისიწინებული არ არის“, - ამბობს ახლციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე.

საკრებულოშივე გვიხსნიან, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კლდეში კულტურის სახლის რიტუალების სახლად გადაკეთებაა გათვალისწინებული.

ვინ აკეთებს გზას და სანიაღვრეებს სოფელ კლდეში? „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე კი კლდეში გზის გაწმენდითი სამუშაოების მასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს: „წარმოდგენა არ მაქვს მანდ რა კეთდება, საიდან უნდა ვიცოდე?! მანდ არაფერი გამიგზავნია“.

კლდეში მცხოვრებლების თქმით, გუშინ საღმოს, „ოცნებისა“და „ნაციონალების“ წარმომადგენლებს გზაზე ჩატარებული სამუშაოების გამო შელაპარაკება მოუვიდათ.

„ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, - აცხადებს ახალციხის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გელა დემეტრაძე, - ალბათ ჩვენმა წარმომადგენლებმა „ოცნებასთან“ ამის შესახებ იდავეს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე გვიხსნის, რომ თუ გზა იქ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით კეთდება და ამას „ოცნების“ კანდიდატი თავისი რეკლამისთვის იყენებს, ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. მაგრამ თუ აქ სხვა იხდის სამუშაოების ფულს და ამით რეკლამას ისევ „ოცნების“ კანდიდატი იყენებს, ეს უკვე ამომრჩევლის მოსყიდვაა: „გამოდის, რომ ეს კანდიდატი წინასაარჩევნოდ გარკვეულ სიკეთეს აძლევს ამომრჩეველს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კლდეში სარწყავ არხებს წმენდენ
სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა
კლდეში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში ფაროსანა გავრცელდა
სეტყვა სოფელ კლდეში [Photo]
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
ზაზა მელიქიძე სოფელ აწყურის მოსახლეობას შეხვდა [R]
რითი დაეხმარება გამგეობა კლდეში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს