FM97.5 / LIVE

რა ბედია ეწია მუსლიმების განცხადებას მეჩეთის გადაცემის თაობაზე

მთავარისაზოგადოება 10.06.2014
რატომ არ აპირებს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე მუსლიმთა მუფთის განცხადების განხილვას და რას ფიქრობს ოპოზიცია; რა ბედი ეწია განცხადებას, რომელიც ადიგენის გამგეობაში ჯემალ პაქსაძემ შეიტანა.

რა ბედია ეწია მუსლიმების განცხადებას მეჩეთის გადაცემის თაობაზე

სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის შენობის მუსლიმი თემისთვის გადაცემის მოთხოვნით სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას 30 მაისს მიმართა. ამავე დღეს მოხეში მცხოვრებ მუსლიმებს დაპირდა, რომ შენობა მათ გადაეცემათ.

„განცხადება განხილვის სტადიაშია, გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ჯერ-ჯერობით სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, რომელიც თან ახლდა პაქსაძეს მოხეში, როცა იგი მრევლს შენობის გადაცემას დაპირდა.

პაქსაძის განცხადების განხილვას არ აპირებს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი გივი ენდელაძე.

„არ ვაპირებ მაგ განცხადების განხილვას, რაღა დარჩა არჩევნებამდე?! - ამბობს გივი ენდელაძე და ამატებს, რომ ჯერ საკრებულოში განცხადება არ შესულა - გამგებელმა უნდა შეადგინოს პროექტი და გადმოსცეს საკრებულოს განსახილველად“.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ თავად შენობის გადაცემის წინააღმდეგი იყოს, გვპასუხობს: „ჯერ არ ვიცნობ ვითარებას, როცა განცხადება შემოვა განსახილველად, ამ კითხვაზე პასუხი მერე მექნება“.

ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ ჩილინგარიშავილი აცხადებს, რომ ეს საკითხი ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მანამდე კი კულტურის სამინისტრომ შენობის წარმომავლობა უნდა გამოარკვიოს.

„ეს შენობა ყოფილი მეჩეთია, მაგრამ ის გამგეობას აწერია, როგორც ამორტიზებული კულტურის სახლი. ჯერ ეს უნდა გაარკვიონ და შემდეგ უნდა გადასცენ მუსლიმებს კანონიერად და არა ისე, როგორც ახლა აკეთებენ ამას, ჩამოჰყავთ მუფთი და ეუბნებიან თქვენ მოგვეცით ხმა და ჩვენ მოგცემთ შენობას. ასე „ოცნება“ ადიგენში ხმებს ყიდულობს, ეს არის ხმების ყიდვა“, - აცხადებს ჩილინგარიშვილი და ამატებს, რომ ეგ შენობა 60 წელია დგას, თუმცა აქამდე მისი არსებობის შესახებ არავის გახსენებია.

„ბურჯანაძე - დემოკრატების“ ადიგენის რაიონული შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ბოჩიკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მუფთებმა და სამღვდელოებამ უნდა გადაწყვიტოს, და არა პოლიტიკოსებმა: „რელიგიური თემით მანიპულირება წინასაარჩევნოდ არ შეიძლება“.

„სამხრეთის კარიბჭე“ აღნიშნულ თემაზე ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარის და ჭელის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის გოდერძი კუბლაშვილის მოსაზრებითაც დაინტერესდა, თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

შეგახსენებთ, რომ მოხეში, სადაც მოსახლეობის ნაწილი მართლმადიდებელია, ნაწილი კი მუსლიმი, მართლმადიდებლები ყოფილი მეჩეთის შენობის მუსლიმი თემისთვის გადაცემას აპროტესტებენ. მუსლიმები კი შენობის გადაცემას ორი ათეული წელია ითხოვენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს
ვინ მოიგო არჩევნები იმ სოფელში, სადაც მუსლიმებს ყოფილი მეჩეთის გადაცემას დაჰპირდნენ
ადიგენელი მუსლიმები გუბერნატორსა და გამგებელს ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
პრემიერი მუსლიმებს მოხის მეჩეთის საკითხის შესწავლას დაპირდა
რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს?