სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

აგარაში ახალი საბავშვი ბაღი გაიხსნა

მთავარისაზოგადოება » განათლება 09.06.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში 40 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

აგარაში ახალი საბავშვი ბაღი გაიხსნა
ბაღი ყოფილი საბჭოს შენობაში გაიხსნა. შენობის რეაბილიტაციისთვის თანხა ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამოყო, ხოლო ინვენტარით, წიგნებით და სათამაშოებით არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-მა აღჭურვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 39.190 ლარით შპს „ნუკიამ“ გაიმარჯვა. სამუშაოები გასული წლის 24 ოქტომბერს დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდა.

ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ დაგვიანებით გახსნის მიზეზი არაერთი ნიუანსი გახდა.

„ჩვენ უკვე საბავშვო ბაღებისთვის შეშის ტენდერი გამოცხადებული გვქონდა და ბაღები უკვე უზრუნველყოფილები იყვნენ საწვავით, ამიტომ აგარის ბაღისთვის ცალკე ტენდერს ვერ გამოვაცხადებდით. ამიტომ გადმოიწია ამ დროისთვის. თან ამას დაემთხვა, რომ რეაბილიტაციის დროს მცირე ხარვეზები გამოჩნდა და მშენებელმა ამ პერიოდში გამოასწორა. გარდა ამისა, ბავშვები უკვე დადიოდნენ აწყურის ბაღში და წლის ბოლომდე, რადგან ზეიმი ქონდათ, მშობლებს არ ქონდათ სურვილი, რომ აგარაში გადმოეყვანათ“, – განმარტავს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი.

ახალგახსნილ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 13 ადგილობრივი დასაქმდა.

საზეიმო გახსნას საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს დეპუტატები, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბაგა–ბაღში სწავლას ხვალიდან 38 აღსაზრდელი დაიწყებს.

აგარაში ახალი საბავშვი ბაღი გაიხსნა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

‘მეორე შახტაში’ ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
სოფელ წნისში ბაღი ჯერ არ, მაგრამ ბაღისთვის სათამაშოები უკვე აქვთ
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაღებში საწვავი შეშის შეტანა დაიწყეს
ახალციხის საბავშვო ბაღებისთვის თანამშრომლებს არჩევენ
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა